16
ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის გუნდის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის საბოლოო შედეგიც თავად პრემიერის ჩამოშორება იქნება – ასე აფასებს გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს. ანალიტიკოსის შეფასებით, კობახიძე-მდინარაძის გუნდი წლების განმავლობაში ძალაუფლების სხვა ცენტრების ჩამოშორებას და ივანიშვილის ერთადერთ პოლიტიკურ მემკვიდრედ დარჩენას ცდილობდა, ახლა კი ეს პროცესი მათ წინააღმდეგ შემობრუნდა.
ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და არჩევანის გაკეთება გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესაც მოუწევს.
“ეს გუნდი, კობახიძე-მდინარაძის, ცდილობდნენ სტერილიზაციას, ერთგვარ იზოლაციას იმისთვის, რომ ერთადერთი მემკვიდრეები დარჩენილიყვნენ მეფის კარზე. ბიძინამ ახლა დაიწყო გარკვეული კონტრშეტევა და ფაქტობრივად, კონტრსტერილიზაცია მიმდინარეობს კობახიძის. თან, ნახეთ, როგორ დარტყმებს აყენებს, როგორც კი მისი გუნდიდან ვიღაც განაცხადებს რაღაც წარმატებაზე, კობახიძე ისაუბრებს, რომ რაღაც წარმატება გვაქვს, ზუსტად იქ მიმდინარეობს დარტყმა იმისთვის, რომ ეს “ბავშვი” გააჩეროს, დააოკოს და საბოლოო ჯამში, ბოლო ნაბიჯი იქნება საკუთრივ კობახიძის სახლში გასტუმრება.
გენერალური პროკურორის საკითხიხ გადაწყდება ასე თუ ისე. აქ ორი ვარიანტია: ან გვარაკიძე ხელს მოაწერს, ასე ვთქვათ და განუდგება ამ ადამიანებს, მამლის ყივილამდე, როგორც იტყვიან, ან მეორე ვარიანტია, რომ მასაც მოუწევს სახლში წასვლა, – ამბობს ხუხაშვილი.
საერთაშიროსო alia.ge