22
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მზად არის პროკურატურის შეკითხვებს მისი კომპეტენციის ფარგლებში უპასუხოს – განცხადება ექსპერტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვეზე დაუბარეს.
ერთადერთი რაც მთელი ამ სერიიდან ვიცი, (ბევრი თვითმკვლელობა იყო ბოლო პერიოდში) ეს არის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სადაც პრინციპში, ბუნდოვანება დღემდე ნარჩუნდება: ანუ, მოტვები, რატომ იკლავდა თავს, რა ხდებოდა ჩვენ არ ვიცით. დანარჩები გამოძიების საქმეა, რა ცემი საქმეა, მაგრამ კი ბატონო, თუ კითხვები აქვთ, მზად ვარ, ვუპასუხო ჩემი კომპეტენციის ფარგლებში”- თქვა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას, პოლიტოლოგის თქმით, კარგი იქნება, თუ ექს-პრემიერი ფაქტებს დაასახელებს.
ბელექტრისტიკას თავი დაანებოს და გვესაუბროს ფაქტებით. მას ჩვენგან განსხვავებით, ჰქონდა წვდომა კონკრეტულ ინფორმაციებზე და თუ აქვს რაიმე კონკრეტული ფაქტები და არამხოლოდ კითხვები, კითხვები შეიძლება ჩვენ გვქონდეს, მას კი როგორც ყოფილ პრემიერს პასუხები უნდა ჰქონდეს. თუ რამე პასუხები და ფაქტები აქვს, კარგი იქნება, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში”- დასძინა ხუხასვილმა.
საერთაშიროსო alia.ge