WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

9

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,დღეს ამერიკაში არჩევნები იმართება. ხშირად გაიგონებთ ჭორებს, თითქოს ტრამპს (ან ნებისმიერ პრეზიდენტს) არჩევნების შედეგების არაღიარება შეუძლია. ეს უბრალოდ არასერიოზულია.

აშშ-ში არ არსებობს არანაირი „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ (ცესკო), რომელსაც ვინმე ბრძანებით ან სატელეფონო ზარით გააკონტროლებს.

ამერიკული საარჩევნო სისტემა სრულად დეცენტრალიზებულია:
-არჩევნებს ატარებს 50 დამოუკიდებელი შტატი და ათასობით ადგილობრივი ოლქი (ჩვენებურად, მუნიციპალიტეტი).
-ხმებს ითვლიან და შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებენ შტატის სახელმწიფო მდივნები. ესენი არიან დამოუკიდებელი მოხელეები, რომელთაც შტატის მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მათი ფუნქცია ჩვენი იუსტიციის სახლისა და ცესკოს ნაზავს წააგავს.
-თითოეულ შტატს საკუთარი კანონმდებლობა აქვს და ცენტრალურ მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ჩაერიოს ან გააუქმოს მათი გადაწყვეტილება.

აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს უფლება გააუქმოს არჩევნები, გადაავადოს ის ან უარყოს შტატების მიერ დამოწმებული შედეგები. ამერიკული ინსტიტუტების ძალა სწორედ ამ დეცენტრალიზაციაშია-შეუძლებელია გააკონტროლო ის, რასაც ერთი ცენტრიდან არავინ მართავს.

ხვალ ამერიკაში დემოკრატია იზეიმებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ამერიკაა.

პროგნოზებზე საუბარი ზედმეტია-ისედაც ყველაფერი ნათელია.“