ჯაბა კანკავა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა - ინფორმაციას ამის თაობაზე დედაქალაქური კლუბი ავრცელებს.
"ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დინამო თბილისის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯაბა კანკავას კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და სლოვანში უთამაშია.
9 წლის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა
", - წერია კლუბის განცხადებაში.