საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა საქართველოში დაბრუნდა.
ლეგენდა თბილისის "დინამოს" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჯაბა ბოლოს "სლოვან ბრატისლავაში" ირიცხებოდა, თუმცა 2024 წლის ზაფხულის შემდეგ ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯაბამ საქართველოს ნაკრების რიგებში 21 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშა.