21 წლის მსახიობმა, უჩა ხალიჩაშვილმა განსაკუთრებული პოპულარობა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი მოიპოვა, რომელშიც ის ლექსს კითულობს. საზოგადოების ყურადღება კი მისმა ხმის ტემბრმა და გარეგნობამ მიიქცია. მაყურებლების დიდმა ნაწილმა ის ყველასათვის კარგად ნაცნობ მსახიობს, ჯაბა კილაძეს მიამსგავსეს. როგორც უჩა ამბობს, ჯაბა კილაძესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.
"ჯერ ჩემს თავს ვერ დავარქმევ მსახიობს. ამჟამად, თეატრ "მოდი ნახეს" მსახიობი ვარ. სიღნაღში ვიყავით ფესტივალზე, მეგობრებთან ერთად. სპექტაკლის კარგად დამთავრება აღვნიშნეთ. ლექსი იქ წავიკითხე, სუფრაზე. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო და ატვირთა. მეორე დღეს მითხრეს, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა, გამიხარდა, ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მოეწონებოდათ.
დილით რომ გამოვედი მეგობრები ჯაბას მეძახდნენ. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მერე მითხრეს, რომ ვიდეოს კომენტარებში ძალიან მიმამსგავსეს ჯაბა კილაძეს. ძალიან მესიამოვნა, ჩემს სფეროში პროფესიონალს შემადარეს, მაგრამ ჩვენ შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არის. არც მამაჩემია, ხალხო. მამაჩემი გახლავთ ლევან ხალიჩაშვილი და ამით ძალიან ვამაყობ," - ამბობს უჩა ხალიჩაშვილი.
წყარო: ambebi.ge

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·