ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

2 hours ago 1

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავებოდა. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. მას გამოძიება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას ედავება. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა – მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.2025 წლის 14 მარტს ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მომხდართან დაკავშირებით, დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი გელა უძილაური დააკავეს – მას სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.

სრულად წაკითხვა