მოუსმინეთ მოკლე მიმოხილვას
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ექიმების სერტიფიცირების პროცესს. ახალი რეგულაციის მიხედვით, თუ კანდიდატმა უარყოფითი შეფასება მიიღო, მას ექნება შესაძლებლობა, რომ ექვსი თვის განმავლობაში განმეორებით გაიაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა. ეს ცვლილება მოიხსნის იმ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, გამოცდაზე გასვლა მხოლოდ წელიწადში ორჯერ იყო შესაძლებელი. ცვლილება მალე ამოქმედდება, რაც დადებითად იმოქმედებს ექიმთა მომზადებაზე და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. პრაქტიკული რჩევა: თუ თქვენ გეგმავთ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას, ყურადღებით უნდა გაეცნოთ ახალ რეგულაციებს.
#drpkhakadze #sheniekimi #სამინისტრო #სიახლეები #სხვაამბები
პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი – სიახლის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ წარადგინა.
აღნიშნული ცვლილებით უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
ცვლილება პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
sheniekimi.ge