ჯანლუიჯი დონარუმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლა ვენტოლას ესაუბრა.
იტალიის ნაკრების და პარი სენ-ჟერმენის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იუთუბ გადაცემის, Viva El Futbol-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა.
მათ შორის, დონარუმას ჰკითხეს, როგორ მიდის ხვიჩა კვარაცხელიას ადაპტაციის პერიოდი პსჟ-ში რომელსაც ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
"კვარაცხელია ბრწყინვალე ბიჭია. პსჟ-ში გადმოსვლამდე რაღაცებზე ველაპარაკე, ვუთხარი, თუ რამე სჭირდებოდა, ჩემთვის მოეწერა. შემდეგ ნეაპოლურ დიალექტზე დაველაპარაკე და გაკვირვებულმა კითხა: "შენ ნეაპოლიტანელი ხარ?" (იცინის - რედ). ვფიქრობ, გუნდთან ადაპტაციას კარგად გადის, ჩვენი გუნდისთვის შეუძლია ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყოს, კლასით სხვებზე მაღლა დგას, ეს ვარჯიშებზეც ადვილი შესამჩნევია. არ ვიცი, კვარას გამო ლუის ენრიკე ტაქტიკას თუ შეცვლის, ჩემი აზრით, 4-3-3 სქემით თამაშს გავაგრძელებთ, მაგრამ საბოლოოდ, არ ვიცი, მწვრთნელი რას გადაწყვეტს", - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ნაპოლდიან 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერჯერობით პსჟ-ში ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც 1 საგოლე პასით გამოირჩა. რაც შეეხება დონარუმას, ის პსჟ-ს კარს 2021 წლიდან იცავს.