ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერები მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ

20 hours ago 6

ანასტასია ზინოვკინას მხარდამჭერებმა, რომელიც საქართველოში 8.5 წლიან სასჯელს იხდის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა და ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის ფონზე, მისი ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.    

შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ზინოვკინასთან კონტაქტში მყოფმა აქტივისტმა ალიონა ზაიცევამ (რომელიც ბაჭიას სახელითაა ცნობილი) 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებულმა სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მას ციხის თანამშრომლების ამცირებდნენ და აწამებდნენ. ზინოვკინა ამჟამად რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ზაიცევამ 30 ოქტომბერს „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზინოვკინას, რომელსაც ხერხემლის პრობლემა აწუხებს, „რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, თუმცა იგი რეალურ მკურნალობას არ იღებს“.

3 ნოემბერს გამოთქმული წუხილების საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ზინოვკინა ბოლოს 31 ოქტომბერს მოინახულეს.

„მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი  აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპატარის განცხადებაში.  „სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა