ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლო ნინო დათაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დათანხმდა

9 hours ago 5

დაკავებული მასწავლებელი და აქტივისტი ნინო დათაშვილი 5 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 29 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელშიც მოტივად მისი ჯანმრთელობის გაუარესება და ხერხემლის ორი ოპერაციის საჭიროება იყო დასახელებული.

დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული „თავდასხმის“ ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. ინციდენტი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. შსს-ს თქმით, დათაშვილი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სასამართლოში დათაშვილის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ დაპატიმრებიდან დაახლოებით ორ თვეში დათაშვილს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები.

„N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცნო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება“, – განაცხადა PHR-მა 28 ოქტომბერს. „პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა