პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე წინა და მოქმედი ხელისუფლების ყოფილ თავდაცვის მინისტრებს, ასევე ყოფილ პრემიერს შორის პარალელს ავლებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტი ჯარია.
ჯარს რომ ფულს პარავ, ფეხქვეშ თელავ ეროვნულ ინტერესებს და ცალსახად არაფრად არ გიღირს ქვეყნის აწმყო და მომავალი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯარის გაქურვაში, ბრალს სდებს ყოფილ პრემიერმინისტრს და აღწერს როგორ ინაწილებდნენ გაძარცვული ჯარის ქონებას ის და ღარიბაშვილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქურდობაში მხილებულმა ღარიბაშვილ-ბურჭულაძემ, თავიანთი ზეობის ხანაშიც კი კორუფციაში მხილების ბრალდება ვერ წარუდგინეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს – ბაჩო ახალაიას. მათივე კონტროლირებადი პროკურატურა დღემდე ერთ ლარს არ ედავება ბაჩო ახალაიას“, – წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა