1
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი] პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედება და გადაწყდება გადაეცემა თუ არა სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად.
გიორგი უძილაურის ადვოკატის, ბექა გულედანის თქმით, დაცვის მხარე გირაოს არ განიხილავს და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, შემდეგ კი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან უფლებადამცველი განმარტავს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.
“მოვითხოვთ საქმის შეწყვეტას, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, შევალ და რომ გამოვალ მოგახსენებთ. დიახ, რა თქმა უნდა [მოვითხოვთ საერთოდ შეწყდეს საქმე და არ გადაეცეს არსებითად განსახილველად] იმიტომ, რომ არ არის არანაირი მტკიცებულება საქმეში. გირაოს არ განვიხილავთ, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ თავიდან და მერე შეწყვეტას. არა მგონია, არ გაჩენილა არაფერი [ახალი მტკიცებულება]. რა თქმა უნდა [საქმეს ადევს გრიფი, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვსაუბრობ]. [მტკიცებულებები, რაც გამოქვეყნდა] არაფრის მთქმელი არ არის, რაზე ესაუბრება, რა გადასცა იმ კონვერტით ეგ ხომ არ არის. არა, ერთადერთი მტკიცებულება არ არის, ეს არის მთლიანი გადაღებული, რაღაც მომენტია ამოჭრილი,” – ამბობს ბექა გულედანი.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·