ჯგუფი “დაიტოვე” მოქალაქეებს მოუწოდებს, შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ

1 day ago 3

“შობის ღამე ქაშუეთთან” – ჯგუფი “დაიტოვე” მოქალაქეებს მოუწოდებს, შობის დღესასწაულს ერთად შეხვდნენ. შეკრება ქალაქის რამდენიმე წერტილშია დაანონსებული, რის შემდეგაც ყველა ერთად ქაშეთის ეკლესიასთან გადაინაცვლებს.

დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან.
წამოიღეთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები.
სახლში დატოვეთ საყვირები და სასტვენები.

შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან:

ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი.
მარშრუტი: https://shorturl.at/vLvZp
ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია.
მარშრუტი: https://shorturl.at/8xVZp
საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო.
მარშრუტი: https://shorturl.at/WBe4Z
ვაკე: ვაკის ეკლესია.
მარშრუტი: https://shorturl.at/MUs89
ძველი თბილისი: მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი.
მარშრუტი: https://tinyurl.com/3b8s3ytu

20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით.

შობის ღამეს, სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით.
სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს!

სრულად წაკითხვა