“ჯგუფს ეყოლება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც უკონკურენტოა რეფორმების ნაწილში”– ჟორჟოლიანი ენმ–ის ფორმირებაზე

3 hours ago 4

2

მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს:

ჩემი კანდიდატურა ვერ მოიხსნებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ არსად დაყენებული არ იყო. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია წარდგენა, მაგრამ ფორმალობა სხვა არის, სხვა დეტალებისგან შედგება, აქ საუბარია სხვა ფორმატზე, რომელიც ძალიან მნშვნელოვანია სწორედ რეფორმების ნაწილში, აქ საუბარია თავად მიხეილ სააკაშვილი რა სტატუსით იქნება და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორია, მან გააკეთოს ამ ახალი ინიციატივის წარდგენა, ამიტომ დაველოდები მის წარდგენას და შემდეგ უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. ჩემი აზრით, ეს იდეა, ეს სიახლე გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, საქმეზე ორიენტირებული და მეტად რეფორმებზე ორიენტირებული იმიტომ, რომ არ იქნება მხოლოდ ერთ და ორ ადამიანზე დამოკიდებული, იქნება ჯგუფზე დამოკიდებული და ამ ჯგუფს ეყოლება ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც უკონკურენტოა რეფორმების ნაწილში.

სრულად წაკითხვა