წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ცენტრში მდებარე ბანერი, რომელზეც გამოსახულია “ქართული ლეგიონის” მებრძოლი ლევან ფიფია, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ღამით დააზიანეს – ბანერზე გამოსახულ ლევან ფიფიას პორტრეტსა და წარწერას “უფალი, სამშობლო, ღირსება” – წითელი საღებავი შეასხეს. 

ლევან ფიფია რუსეთ-უკრაინის ომის ფართომასშტაბიანი ფაზის დაწყებიდან უკრაინაში იბრძვის და ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია “ქართულ ლეგიონში”. 

ბანერის დაზიანების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.