ჯვარში მომხდარ ფაქტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გამოეხმაურა – ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. მერის განცხადებით, ყველა მსგავსი ქმედების უკან “ქართული ოცნება” და მმართველი გუნდის მიერ წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან.

მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, გია ხარჩილავამ ხვალ, 14:00 საათზე, ჯვარში აქცია დააანონსა.

ამ დროისთვის, ლევან ფიფიას ბანერიდან საღებავი წაშლილია.

ჯვარში დააზიანეს ბანერი, რომელზეც უკრაინაში მებრძოლი ქართველია გამოსახული