ჯილდო ჩაიბარა - ცხოვრებაძე კარპატის თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

1 day ago 2

რუმინეთში, "კარპატის თასზე" საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარა, დაძაბულ ბრძოლაში 35:34 მოიგო და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ქართველმა ხელბურთელებმა "კარპატის თასზე" ორი თამაში მოიგეს, ერთი წააგეს და შეჯიბრებაზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულეს. ტურნირის გამარჯვებული კი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც სამ თამაშში 33 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე ასევე საქართველოს ნაკრები წევრი გიორგი დიხამინჯია გავიდა – 21 გოლი.

სრულად წაკითხვა