ჯო უილსონი და სტივ კოენი: საქართველოს ხელისუფლება „არალეგიტიმურია“

3 weeks ago 12

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა და მაღალი რანგის წევრმა სტივ კოენმა 29 ნოემბერს განცხადება გაავრცელეს, სადაც სოლიდარობა გამოხატეს ქართველ ხალხის მიმართ, რომელიც „ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების ფონზე, აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას თავისი დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადასარჩენად“. ამავდროულად, ისინი საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ აცხადებენ.

განცხადებაში ისინი გმობენ „უკიდურეს ძალადობას“, რომელიც თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ „არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ უგულებელყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მისწრაფებები“. უილსონი და კოენი საქართველოს მთავრობას „არალეგიტიმურს“ უწოდებს, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ახალი მთავრობა დაამტკიცა „ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“.

„ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს მათ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ დაისაჯოს ქართველების მშვიდობიანი პროტესტის და მათი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაში პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა