ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოუწოდებს, “ არ წავიდეს თბილისში ამ დროს“

1 day ago 3

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს, სადაც ის კაუმას მოუწოდებს, თბილისში ვიზიტისგან თავი შეიკავოს.

“მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს“, – წერს უილსონი.

ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – წერს უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმას მიმართავს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს.

ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს“, – აღნიშნულია წერილში.

სრულად წაკითხვა