ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე

1 day ago 1

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატორ ჯონ თუნის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ „ტრამპის დღის წესრიგზე“ „ძლიერებით მშვიდობის“ მისაღწევად, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ჩათვლით - მან ეს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში ჯო უილსონი ამბობს რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი არ მოსწონს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები:

„სალომე ზურაბიშვილი სწორად იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩანაცვლდა პუტინის მარიონეტით, - თქვა უილსონმა, ჩვენ, ყველანი, კონგრესში ერთად ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე".

გასული დღეების განმავლობაში კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - დაწერა უილსონმა 26 დეკემბერს, აშშ-ის ხაზინის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინა დღეს.

სრულად წაკითხვა