გერმანული ენის სპეციალისტები და მე-6 სკოლელები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი დათა ჩაჩუაც იმყოფება. როგორც მსახიობი “პირველებთან” ამბობს, ჯო უილსონის განცხადებამ იმედი გაუჩინა, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი დასრულდება.
აქედან სოლიდარობას ვუცხადებ რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა პატიმარი გამოვიდეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. როდესაც ქვეყანაში ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა და ჯო უილსონის სიტყვები მესმის, იმედი მიჩნდება, რომ საბოლოოდ დასრულდება ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი და ამდენწლიანი ტანჯვა ქართველი ხალხის”, – ამბობს დათა ჩაჩუა.