ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება მოიცავს თუ არა 6 იანვრის მძევლებს? ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება და არასწორად აღსრულება – ტრამპი

2 weeks ago 4

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ შვილის შეწყალებას ეხმაურება.

„ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება მოიცავს თუ არა 6 იანვრის მძევლებს, რომლებიც წლებია, დაპატიმრებულნი არიან? ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება და არასწორად აღსრულება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. მომხდარის შედეგად ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალი.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა.

სრულად წაკითხვა