WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, 10-წლიანი პატიმრობა სამ წლამდე შეუმცირდა. ეს გადაწყვეტილება მეორე საპროცესო შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც მისი მინისტრობის დროს სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.

 მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ბურჭულაძის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აღნიშნა; აღნიშნული საქმე ასევე მოიცავს ქრთამის აღების ახალ ბრალდებებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

ბურჭულაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. სექტემბერში ბურჭულაძეს და მის ნათესავს, ახალი ბრალდება წაუყენეს თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის საქმეზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალ ბრალდებებს საპროცესო შეთანხმებები მოყვა, რომელთა საფუძველზეც ბურჭულაძეს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მხეიძეს – ოთხი წლითა და ორი თვით.

სააპელაციო სასამართლოს 14 სექტემბრის გადაწყვეტილება ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის შემცირების უკვე მეორე შემთხვევაა; ამჯერად ცვლილება ყოფილი მინისტრის თავდაპირველ სასჯელს შეეხო. ბურჭულაძეს ახალ სასჯელად ხუთი წელი განესაზღვრა: სამი წელი პატიმრობა და ორი წელი პირობითი სასჯელი. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა და დაევალა სახელმწიფოსთვის რამდენიმე აქტივის გადაცემა.

სასამართლომ ასევე გააფორმა საპროცესო შეთანხმებები ვასილ მხეიძისა და ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას მიმართ; მათ აპრილში, თითოეულს, რვაწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ორივე მათგანს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა (აქედან ერთი წელი და ორი თვე —პატიმრობა, ხოლო დანარჩენი სამი წელი — პირობითი სასჯელი), ასევე — 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა. შესაბამისად, სასჯელის ვადის შემცირების გათვალისწინებით, ისინი სექტემბრის ბოლოს გათავისუფლდებიან.

მხეიძე დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დახმარებასა და გავლენით ვაჭრობაში, ხოლო ხაინდრავა —დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.

This post is also available in: English