"ჰავანის სინდრომი" თბილისში - რუსეთის კვალი და ამერიკის პოზიცია

1 month ago 39

ორშაბათს გამოქვეყნებულმა ახალმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს - "გრუ"-ს ქვედანაყოფის წარმომადგენლები ამერიკელი დიპლომატის ოჯახს თავს თბილისშიც დაესხნენ, არაერთი კითხვა გააჩინა. მათ შორის რუსული დაზვერვის სამსახურების ტაქტიკისა და ქვეყანაში მოქმედების არეალის შესახებ. „ჰავანის სინდრომის“, თბილისში მომხდარი სავარაუდო ინციდენტისა და რუსეთის კვალის შესახებ „ამერიკის ხმა“ გამოძიების თანაავტორს და ასევე იმ ერთ-ერთ ექსპერტს ესაუბრა, რომელიც ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის ამ თემაზე მომზადებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

ესაა მთავრობა, რომელსაც ასე ვთქვათ, არც ისე ძალიან სურს ან მზადაა, გაიშვიროს თითი მოსკოვისკენ საკუთარ მიწაზე მომხდარი რაიმე სახის არაკეთილსაიმედო ან მავნე ქმედებების თაობაზე",

CBS-ის, „ინსაიდერისადა შპიგელისერთობლივი გამოძიება პრაქტიკულად იწყება თბილისში მომხდარი ამბის აღწერით. ჟურნალისტების თანახმად, 2021 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, დიღომში მდებარე .. "ამერიკულ სოფელში" შეერთებული შტატების საელჩოში მომუშავე დიპლომატის ოჯახის წევრის წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური, არალეტალური, აკუსტიკური იარაღი. შედეგად, მისიის წარმომადგენლის მეუღლეს, პირობითადჯოისჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები შეექმნა. მის მიერ აღწერილი და სამედიცინო გამოკვლევებით დადასტურებული მძიმე პრობლემები .. „ჰავანის სინდრომსემთხვევა. მის მიერ თავდასხმისას სახლთან მყოფი პირის გარეგნობა კი - რუსეთის “დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს”, იგივე "გრუ"- აგენტისას.

რა არის "ჰავანის სინდრომი"?

სიმპტომების კოომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით "ჰავანის სინდრომი" უწოდეს, პირველად 2016 გამოვლინდა, როდესაც კუბის დედაქალაქში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უცნაური სამედიცინო პრობლემები უეცრად შეექმნათ: შაკიკი, გულისრევა, მეხსიერების დაქვეითება და თავბრუსხვევა. მას შემდეგ, მსოფლიოს არაერთ ნაწილში ამერიკის დიპლომატიური მისიებისა თუ უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები არაერთხელ დასნეულდნენ მსგავსი დაავადებით. ის დღემდე საიდუმლოებით მოცული და ბოლომდე გამოუკვლეველია.

წლების განმავლობაში ამერიკის მოქალაქეები ავად ხდებოდნენ დაუდგენელი მიზეზით, თუმცა მსგავს გარემოებებში, მსგავსი სიმპტომებით. ასევე ხშირად, მსგავსი უცნაური შეგრძნების შემდეგ, რომელსაც "ტალღოვანი ენერგიით თავდასხმად" აღწერდნენ. "ინსაიდერისა" და პარტნიორების გამოძიება ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმები სავარაუდოდ მანამდეც ხდებოდა.

ამერიკის ხმა” გამოძიების ერთ-ერთ თანაავტორს, “ინსაიდერის” ჟურნალისტს ესაუბრა. მაიკლ ვაისი დეტალურად ხსნის, თუ რატომ არიან გამოძიების ავტორები დარწმუნებულნი, რომ თბილისში მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი დგას.

"დიპლომატის ცოლი სახლში იყო, როცა თავის ერთ ნაწილში ძლიერი წნევა და ტკივილი იგრძნო, იმ მხარეს, რომლისკენაც ქუჩაში გამავალი ფანჯარა იყო. აბაზანაში შევიდა, ძლიერად აღებინა. შემდეგ კი უცხოეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი ტრენინგების შესაბამისად, გადაწყვიტა შეემოწმებინა შემოგარენი. გარეთ გავიდა, მაღალი გამავლობის „მერსედესის“ ავტომობილი და ძალიან უჩვეულოდ მაღალი, ქერა, ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა", - ყვება ჟურნალისტი და ამბობს, რომ მოგვიანებით "ჯოის" რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ცნობილი ქვედანაყოფის - 29-155-ის დამფუძნებელი მეთაურის შვილის - ალბერტ ავერიანოვის ფოტო აჩვენეს, რომელზეც მის სახლთან სწორედ იმ დღეს მყოფი მამაკაცი ამოიცნო. ავერიანოვის მამა ანდრეი ივგენი პრიგოჟინის მკვლელობის შემდეგ, აფრიკაში რუსეთის საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი და "გრუ"-ს დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებს.

"ფაქტი, რომ ალბერტი იმ წუთას იქ იმყოფებოდა, მტკიცედ მიუთითებს, რომ იქ ამავე დანაყოფის სხვა წევრებიც იყვნენ - რაღაც ტიპის კინეტიკური ოპერაციისთვის, ძალადობის აქტისთვის", - ამბობს ჟურნალისტი.

თბილისში “ჰავანის სინდრომის” მსხვერპლს მოგვიანებით უიშვიათესი დაზიანება დაუდგინდა - მათ შიდა ყურის ძვალში ნახვრეტები უჩნდებათ.

"ჩვენ ვიპოვეთ იმის მტკიცებულებებიც, რომ "გრუ"-ს მთავარი მეცნიერი, დოქტორი ჩეპური, რომელიც იმ დაწესებულებასაც მართავს, სადაც “ნოვიჩოკის” წარმოება და გამოცდა ხდება, იმავე წელს კვლევებს ატარებდა ჯანმრთელობის სწორედ ამ მდგომარეობაზე", - გვიყვება ინტერვიუში ჟურნალისტი მაიკლ ვაისი.

ჩვენ გამოძიების თანაავტორს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ მსხვერპლის ოჯახის წევრს, ამერიკელ დიპლომატს, და ასევე - საქართველოს მთავრობას და იყო თუ არა რაიმე ტიპის თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა ხელისუფლებასთან, ან ოფიციალური სტრუქტურების დაინტერესება ჟურნალისტების მიერ მოკვლეული და გამოვლენილი ფაქტებით. თუმცა, მაიკლ ვაისი გვეუბნება, რომ იყო არაპირდაპირი კომუნიკაციის გზების გამოყენებით მცდელობა, მაგრამ თანამშროომლობისთვის მზაობა ქვეყნის მმართველი გუნდისგან მოსალოდნელი არც ყოფილა.

"ჩვენ ვესაუბრეთ [თავდასხმის] მსხვერპლის მეუღლეს. ვესაუბრეთ თავად მსხვერპლს. ასევე, საქართველოს მთავრობისგანაც გვქონდა ინფორმაციის მიღების არაპირდაპირი მცდელობა. თუმცა, როგორც წარმოგიდგენიათ, ესაა მთავრობა, რომელსაც ასე ვთქვათ, არც ისე ძალიან სურს, ან მზადაა, გაიშვიროს თითი მოსკოვისკენ საკუთარ მიწაზე მომხდარი რაიმე სახის არაკეთილსაიმედო ან მავნე ქმედებების თაობაზე", - ამბობს მაიკლ ვაისი, ინსაიდერისგამომძიებელი ჟურნალისტი.

გამოძიების თანაავტორი გვიხსნის, რომ მისთვის ეს გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით კი იმის შემდეგ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით. ხანგოშვილი წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მანამდე მას რამდენჯერმე დაესხნენ თავს თბილისშიც. ხანგოშვილი - რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე - ამბობდა, რომ მის მოკვლას რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობდნენ. მასზე თავდასხმების გამოძიება საქართველოში უშედეგოდ დამთავრდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი კი დღეს კრემლისთვის ერთ-ერთი ყველაზე "სასურველი პატიმარია" სამშობლოში დასაბრუნებლად. ვლადიმირ პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ამერიკელ ჟურნალისტს - ევან გერშკოვიჩს სწორედ "პატრიოტ კრასიკოვში" გაცვლიდა.

არის ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება, რომელიც გიბიძგებს დაიჯერო: არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ამ ეფექტის გამოწვევა და აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. ამის ალბათობას უბრალოდ ვერ უარყოფ",

"მე ვმუშაობდი გამოძიებაზე იმის შესახებ, როგორ პრაქტიკულად დაფარაქართული ოცნების“ მიერ მართულმა ხელისუფლებამ თბილისში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობები. ეს იყო წარმოშობით ჩეჩენი მოქალაქე, რომელიც, როგორც მეც ვწერდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. რუსებმა საქართველოში მისი მოკვლა რამდენჯერმე წარუმატებლად სცადეს", - იხსენებს ჟურნალისტი. ხანგოშვილი მოგვიანებით გერმანიაში გადავიდა, იფიქრა, რომ იქ უფრო დაცული იქნებოდა და ქვეყანაში თავშესაფარიც მოითხოვა.

"თუმცა რუსულიეფ-ეს-ბეს“ თანამშრომელმა ვადიმ კრასიკოვმა ის დღისით, ბერლინის ხალხმრავალ პარკში მოკლა. კრასიკოვი ახლა სამუდამო პატიმრობის სასჯელს გერმანიის ციხეში იხდის. ასე რომ, არა, მე არ ველოდები საქართველოს მთავრობისგან რაიმე დადებით რეაქციას ჩვენს გამოძიებაზე", - ამბობს ვაისი.

გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ "ჰავანის სინდრომით" ამერიკის მოქალაქეების დასნეულების არაერთ შემთხვევაში, მომხდარის ადგილას რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ მიერ მოპოვებული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად კი, ე.წ. "გრუ"-ს ქვედანაყოფ 29155-ის“ ერთმა ოფიცერმა სახელფასო დანამატიც კი მიიღო „არალეტალური აკუსტიკური იარაღის პოტენციურ შესაძლებლობაზე“ მუშაობისთვის. ჟურნალისტების განმარტებით, ეს ტერმინი რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერს „ულტრაბგერითი და რადიოტალღებზე დაფუძნებული ენერგიის მოწყობილობებს“.

2023 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურების საერთოო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნაკლლებ სავარაუდოა, რომჰავანის სინდრომისსახელით ცნობილ დაავადებაზე პასუხისმგებელი ამერიკის უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს. თუმცა, გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ არსებობს უამრავი ირიბი მტკიცებულება, რომელთა თანახმადაც, "ჰავანის სინდრომი" თავდასხმის შედეგია, რომლის კვალსაც რუსეთთან მივყავართ. ერთი მხრივ, ამ ოპერაციების შესრულებაში ეჭვმიტანილთა ხაზით, მეორე მხრივ კი - რუსეთის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტების გათვალისწინებით.

ამერიკის დაზვერვის სამსახურებისთვის მომზადებული ერთ-ერთი კვლევის თანაავტორი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ადამიანის სხეულსა და ჯანმრთელობაზე სწორედჰავანის სინდრომისმსგავსი ეფექტის მქონე ერთგვარი ინსტრუმენტისა თუ იარაღის შესაქმნელად რუსეთს გამორჩეული ინტერესი და ამ თემაზე კვლევა-ექსპერიმენტების ჩატარების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

დევიდ რელმანი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ არსებობს ფარული ტექნიკა, აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია ამგვარი იმპულსური, მიკროტალღური ენერგიის გამოსხივება. პროფესორი თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, მაგრამ ხაზგასმით ამბობს:

ბოლო 50 წლის განმავლობაში რუსეთი იყო ძალიან, ძალიან ძლიერად დაინტერესებული სწორედ ამ კონკრეტული ფენომენით",

"ორივე კვლევა ძალიან ნათლად აღიარებდა იმას, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში რუსეთი იქნებოდა ეს, თუ მანამდე საბჭოთა კავშირი, ის ძალიან, ძალიან ძლიერად იყო დაინტერესებული სწორედ ამ კონკრეტული ფენომენით. ისინი უკიდურესად დაინტერესებულნი იყვნენ ადამიანებზე მიკროტალღური ენერგიის გავლენით. რაც კი გვინახავს, ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად", - მიუთითებს რელმანი და განმარტავს, რომ კვლევისას, ექსპერტებმა ბევრი განსხვავებული ინფორმაცია შეაგროვეს და შეადარეს.

"აქ არაა თოფი, რომლიდანაც კვამლი ამოდის. მაგრამ არის ძალიან ბევრი ირიბი მტკიცებულება, რომელიც გიბიძგებს, დაიჯერო: არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ ეს გააკეთეს ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ამ ეფექტის გამოწვევა და აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. ამის ალბათობას უბრალოდ ვერ უარყოფ", - ამბობს პროფესორი დევიდ რელმანი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და თეთრი სახლი ერთხმად იმეორებენ და ეყრდნობიან იმ დასკვნას, რომ ეს მოვლენები პირდაპირ არ უკავშირდება ამერიკის რომელიმე უცხოელ მეტოქეს. თუმცა, გამომძიებელი ჟურნალისტები და ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ ამ საკითხის მიმართ მიდგომა შეიცვალოს.

სრულად წაკითხვა