ჰალანდი "რეალს" უახლოვდება - რა ხდება ნორვეგიელის გარშემო

5 days ago 3

Defensa Central-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტიში" ერლინგ ჰალანდის სიტუაციას ახლოდან აკვირდება. როგორც ირკვევა, შესაძლოა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის კლუბი ახლო მომავალში დატოვოს.

24 წლის ფორვარდის ამჟამინდელ კონტრაქტში არსებობს გამოსყიდვის პუნქტი, რომლის გააქტიურებაც 2025 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. ამას ემატება ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელები" "სპორტინგის" ვარსკვლავის, ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ.

თავად ჰალანდის აგენტმა, რაფაელა პიმენტამ, ფეხბურთელის ესპანეთში შესაძლო გადასვლაზე მედიასთან საუბრებში უკვე მიანიშნა: "ერთ მხარესაა პრემიერ ლიგა, მეორე მხარეს კი მადრიდის "რეალი". მადრიდს აქვს გარკვეული მაგია, ეს ჩემპიონთა ლიგის გუნდია.",.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს უკვე დიდი ხანია სამეფო კლუბში გადასვლასთან აკავშირებენ, თუმცა, ნებისმიერი ტრანსფერი შესაძლოა დამოკიდებული იყოს კლუბის ამჟამინდელი შემტევი ვარიანტების ცვლილებებზე. 

სრულად წაკითხვა