„ჰამასი“ 22 თებერვალს 6 მძევალს ათავისუფლებს. ორი მძევალი უკვე გათავისუფლებულია, ოთხს კი მოგვიანებით გაათავისუფლებენ, – წერს The Times of Israel-ი.
მძევლებს ღაზაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცემენ.
ამ დრომდე „ჰამასმა“ ისრაელს 24 მძევალი და 4 ცხედარი დაუბრუნა. ცხედრებიდან ერთ-ერთი შირი ბიბასის უნდა ყოფილიყო, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარი მას არ ეკუთვნოდა.
ჰამასმა ისრაელს 20 თებერვალს გადასცა ოთხი მძევლის გვამები, რომელთა შორის უნდა ყოფილიყვნენ ძმები არიელ და კფირ ბიბასები, მათი დედა შირი და 83 წლის ოდედ ლიფშიცი.