ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ს, გადაამოწმოს BBC-ს ინფორმაცია და სანქციები დაუწესოს პასუხისმგებელ პირებს

4 hours ago 7
საპროტესტო აქცია. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა აშშ-ის მთავრობას და მის დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ BBC-ს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენა, და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს.

განცხადება 3 დეკემბერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ ვიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა გამოაქვეყნეს.

ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა BBC-ს ინფორმაციას „ძალიან შემაშფოთებელი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ „ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში აქცევს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ“.

„კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა