WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

პერუელი მამაკაცი, სახელად ჰიტლერ მუსოლინი, მემარცხენე პარტია Ahora Nación-ის სიით ადგილობრივ არჩევნებში 25 ხმის უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, ანდების ერთ-ერთი პატარა ოლქის მერად აირჩიეს.

45 წლის ჰიტლერ მუსოლინი სიმეონ ფლორესმა მერობისს არჩევნებში გაიმარჯვა კეროპალკაში – ლიმის ჩრდილოეთით მდებარე უანუკოს დეპარტამენტის ოლქში. იგი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Ahora Nación-ის რიგებიდან იყრიდა კენჭს.

მან 229 ხმა მიიღო – კეროპალკაში მიცემული 663 ბიულეტენის 34.5% – და გაუსწრო თავის უახლოეს მეტოქეს, პარტია სახალხო განახლება პერუს (Renovación Popular) კანდიდატ გასპარ ბენილდე ოსორიო სამბრანოს, რომელმაც 204 ხმა (30.8%) მოიპოვა.

2024 წლის ოფიციალური მონაცემებით, ოლქის მოსახლეობა 730-ზე ოდნავ მეტ ადამიანს შეადგენს.