12-18 ოქტომბრის კვირა ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდია, როდესაც მთავარი აქცენტი კეთდება პირად ურთიერთობებზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და შინაგან ტრანსფორმაციაზე.
ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდში სასარგებლოა დაგროვილი დავალებებისა და ვალდებულებების შესრულება და ურთიერთობებში მეტი ყურადღების გამოჩენა. პირდაპირი გულწრფელი საუბარი ძველი უთანხმოებების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები
☀️ 15 ოქტომბერი – მზისა და იუპიტერის სექსტილი
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ეს ასპექტი ოპტიმიზმთან, თავდაჯერებულობასა და ახალი შესაძლებლობების დანახვასთან ასოცირდება. ხელსაყრელი პერიოდია სამომავლო გეგმებზე მუშაობისთვის, სწავლისთვის, საქმიანი კონტაქტების გასაძლიერებლად და ახალი იდეების განსახორციელებლად, თუმცა წარმატებისთვის მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნა არ ღირს – მნიშვნელოვანია რეალისტური მიზნების დასახვა და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა.
🔥 16 ოქტომბერი – მარსისა და სატურნის ტრიგონი
მარსისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტი სიმბოლურად მიზანდასახულობას, დისციპლინასა და მოთმინებას უკავშირდება. ეს კარგი შეხსენებაა, რომ დიდი მიზნების მისაღწევად თანმიმდევრული შრომაა საჭირო. ყურადღება მიაქციეთ დაწყებულ საქმეებს, შეადგინეთ კონკრეტული გეგმა და ნუ იჩქარებთ შედეგების მიღებას.
♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ამ კვირაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და ენერგია მნიშვნელოვან საქმეებზე მიმართოთ. შესაძლოა სხვისი პრობლემების მოგვარებაშიც ჩაერთოთ, თუმცა საკუთარი ინტერესები არ დაივიწყოთ.
კვირის პირველ ნახევარში კარგი იქნება პირად ურთიერთობებზე ზრუნვა. პარტნიორთან უთანხმოების შემთხვევაში ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. კვირის ბოლოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ – გამოიყენეთ ეს დრო იმ საქმეებისთვის, რომლებსაც დიდი ხანია გეგმავთ.
- სასიკეთო დღეები: 14, 17 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 13 ოქტომბერი
♉ კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ეს კვირა კარგი დროა ყოველდღიური ჩვევებისა და ურთიერთობების გადასახედად. შესაძლოა ცვლილებების სურვილი გაგიჩნდეთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. ეცადეთ, სიტუაციას რეალისტურად შეხედოთ და გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.
სამსახურში პრობლემების გადაჭრის განსხვავებული მიდგომა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. ფინანსურ ან კომუნიკაციურ საკითხებში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი, თუმცა მშვიდი საუბარი მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ. შაბათ-კვირას პირად სივრცეს მეტი ყურადღება დაუთმეთ და ნუ მისცემთ სხვებს თქვენს საქმეებში ზედმეტად ჩარევის საშუალებას.
- სასიკეთო დღეები: 12, 15 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 16 ოქტომბერი
♊ ტყუპი (21 მაისი – 20 ივნისი)
აქტიური და დატვირთული კვირა გელით. შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და საინტერესო საუბრები სასარგებლო შესაძლებლობების წყაროდ იქცევა. გარშემომყოფების მხარდაჭერაც დაგეხმარებათ, თუმცა საკუთარი იდეების განხორციელებისთვის ინიციატივის გამოჩენა მოგიწევთ.
კვირის შუა პერიოდში გადაღლას მოერიდეთ და დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო. შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სამომავლო გეგმების შეცვლაში დაგეხმარებათ. ყურადღებით შეაფასეთ ახალი შემოთავაზებები – პერსპექტიული შესაძლებლობა უკეთეს შედეგს მაშინ მოიტანს, თუ მის გამოყენებას წინასწარ დაგეგმავთ.
- სასიკეთო დღეები: 15, 18 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 13 ოქტომბერი
♋ კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ამ კვირაში ყურადღება გადაიტანეთ ოჯახურ საკითხებსა და შინაგან სიმშვიდეზე. შესაძლოა ახლობლების დახმარება დაგჭირდეთ ან, პირიქით, თქვენ აღმოჩნდეთ ის ადამიანი, რომელსაც სხვები რჩევისთვის მიმართავენ. ეცადეთ, სხვისი პრობლემების მოგვარებისას საკუთარი საჭიროებებიც გაითვალისწინოთ.
ხუთშაბათს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარემოებები თქვენთვის ხელსაყრელი არ არის. კვირის მეორე ნახევარში კარგი დრო იქნება სამსახურში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად და გადადებული საკითხების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში შესაძლოა წარსულთან დაკავშირებული ადამიანი კვლავ გამოჩნდეს.
შაბათ-კვირას მშვიდი გარემო და სრულფასოვანი დასვენება გამოგადგებათ.
- სასიკეთო დღეები: 12, 16 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 14 ოქტომბერი
♌ ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
კვირა შესაძლოა გარკვეულ დაძაბულობას უკავშირდებოდეს, ამიტომ მოთმინება და თავშეკავება განსაკუთრებით გამოგადგებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს და პირად საკითხებზე ზედმეტ საუბარს. ფინანსური გეგმებსაც ყურადღებით გადახედეთ და დიდი ხარჯები წინასწარ გათვალეთ.
კვირის შუა პერიოდში შესაძლოა პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, მეგობრებთან საუბარი კი საინტერესო იდეებსა და სამომავლო გეგმებს მოგიტანთ.
კვირის ბოლოს მეტი მოტივაცია და ენერგია გექნებათ. ეცადეთ, ეჭვებმა ხელი არ შეგიშალოთ, თუმცა საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას რეალისტური იყავით. მიზნის მისაღწევად თავდაჯერებულობასთან ერთად კონკრეტული მოქმედებებიც დაგჭირდებათ.
- სასიკეთო დღეები: 13, 17 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 15 ოქტომბერი
♍ ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ამ კვირაში პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრას ნუ შეეცდებით – ზოგიერთ საკითხს დრო და მშვიდი გააზრება სჭირდება. კარგი პერიოდია საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. შესაძლოა ისეთი რამ გაიგოთ, რაც ურთიერთობის უკეთ გააზრებაში დაგეხმარებათ.
პრაქტიკული მიდგომითა და ორგანიზებულობით ძველი, გაჭიანურებული საქმეების დასრულებას შეძლებთ. ახალი მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებამდე კი კარგად დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საკმარისი დრო და რესურსი. კვირის მეორე ნახევარში ყოველდღიურ საქმეებსა და მცირე პრობლემებზე კონცენტრირება უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე რამდენიმე დიდი მიზნის ერთდროულად განხორციელების მცდელობა.
შაბათ-კვირა განტვირთვასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
- სასიკეთო დღეები: 14, 18 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 16 ოქტომბერი
♎ სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ეს კვირა ხელსაყრელია პირადი და საქმიანი ურთიერთობების გასაძლიერებლად. შესაძლოა თქვენი იდეები და გეგმები გარშემო მყოფთა ინტერესებს დაემთხვეს, რაც თანამშრომლობისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, ინიციატივა გამოიჩინოთ და მხოლოდ ხელსაყრელ გარემოებებს არ დაელოდოთ.
კვირის შუა პერიოდში მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. გულწრფელი საუბარი და ერთმანეთის მოსმენა ურთიერთობებს გააუმჯობესებს. ეცადეთ, წვრილმანებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ და დადებითი მოვლენების შემჩნევა ისწავლოთ.
შაბათ-კვირას შესაძლოა საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ ან მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლე გაიგოთ.
- სასიკეთო დღეები: 15, 17 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 16 ოქტომბერი
♏ მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
სამსახურში თქვენი მონდომება და საერთო საქმეში შეტანილი წვლილი შესაძლოა სათანადოდ დაფასდეს, თუმცა ნუ შეეცდებით, ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. კოლეგებთან თანამშრომლობა და მოქნილი მიდგომა უფრო ეფექტიანი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კვირის შუა პერიოდში ყურადღება მიაქციეთ გადადებულ საქმეებს. მათი დროულად მოგვარება მომავალში დამატებითი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. თუ რაიმე საკითხში გაურკვევლობა გაქვთ, ვარაუდებს პირდაპირი საუბარი სჯობს.
შაბათ-კვირას აქტიური დასვენებისთვის გამონახეთ დრო. სასარგებლო იქნება გარემოს შეცვლა და ყოველდღიური რუტინისგან მცირე ხნით გათავისუფლება.
- სასიკეთო დღეები: 13, 16 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 17 ოქტომბერი
♐ მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ამ კვირაში ყურადღების ცენტრში იქნება ახალი იდეები, მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები. შესაძლოა სამსახურში საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა სანამ რამეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება ის თქვენს შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებს. დამატებითი პასუხისმგებლობა ყოველთვის სასარგებლო არ არის, თუ დასვენებისა და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ.
საჭიროების შემთხვევაში მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კვირის მეორე ნახევარში კი პირად საკითხებს მეტი ყურადღება დასჭირდება. ეცადეთ, სიტუაცია რეალისტურად შეაფასოთ და სასურველი შედეგი რეალობაში არ აგერიოთ.
შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა და სასიამოვნო გარემოში დროის გატარება განწყობას გაგიუმჯობესებთ.
- სასიკეთო დღეები: 15, 18 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 14 ოქტომბერი
♑ თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ეს კვირა ხელსაყრელია მომავლის გეგმების დასახვისა და მათი ეტაპობრივად განხორციელების დასაწყებად. ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილებები მხოლოდ სხვების მოსაწონად არ შეცვალოთ. მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა შეინარჩუნოთ და იმ მიზნებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
სამუშაო საკითხებში თანამოაზრეებთან შეხედულებების გაზიარება სასარგებლო იქნება. კვირის ბოლოს შესაძლოა უფრო პროდუქტიულად იგრძნოთ თავი და კარიერულ გეგმებზე დაფიქრების სურვილი გაგიჩნდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლებლობები და რისკებიც გაითვალისწინეთ.
პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ოჯახური ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. შაბათ-კვირას შესაძლოა ოჯახურ შეკრებაში ან მეგობრულ წვეულებაში მიიღოთ მონაწილეობა.
- სასიკეთო დღეები: 12, 15 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 13 ოქტომბერი
♒ მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ეს კვირა პიროვნული განვითარებისა და ცვლილებებისთვის მზადყოფნას მოითხოვს. რეალისტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, მოუსმინეთ გარშემო მყოფებს და ნუ ეცდებით, ყველა მიზანს ერთდროულად მიაღწიოთ. შესაძლოა ბევრი შეხვედრა, ახალი ამბავი ან საქმიანი მგზავრობა დაგეგმოთ.
სირთულეების გადასალახად მოთმინება და თანმიმდევრული მოქმედება დაგჭირდებათ. სახლში თუ სამსახურში უთანხმოების შემთხვევაში ეცადეთ, კონფლიქტი არ გაამწვავოთ. ზოგჯერ ხანმოკლე მშვიდი საუბარი უფრო უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ხანგრძლივი კამათი.
შაბათ-კვირას საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფაქტებისა და გარემოებების შეფასების შემდეგ მიიღეთ.
- სასიკეთო დღეები: 14, 15 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 12 ოქტომბერი
♓ თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ამ კვირაში საქმიანი კომუნიკაცია და ორგანიზაციული უნარები განსაკუთრებულად გამოგადგებათ. შესაძლოა საინტერესო პროექტში მონაწილეობა ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ. ყურადღებით შეაფასეთ პირობები და საკუთარი შესაძლებლობები, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.
კარგი პერიოდია დაგროვილი საქმეების მოსაწესრიგებლად და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა მოგვარებასაც დიდი ხანია მომავლისთვის დებდით. საჭიროების შემთხვევაში მეგობრების დახმარებაზეც ნუ იტყვით უარს – ზოგჯერ სხვისი გამოცდილება გამოსავლის პოვნას აადვილებს.
ემოციური გადაღლის თავიდან ასაცილებლად დასვენებასა და პირად ინტერესებსაც დაუთმეთ დრო. შაბათ-კვირას ბუნებაში გასეირნება ან საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში ყოფნა განტვირთვაში დაგეხმარებათ.
- სასიკეთო დღეები: 15, 16 ოქტომბერი
- არახელსაყრელი დღე: 13 ოქტომბერი
თამთა გურული
nostal.ge ახალი ამბები