ყოველ კვირას ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები მოაქვს. 13-19 იანვრის კვირაში მთვარე გაივლის ლომისა და ქალწულის ნიშნებს, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის სოციალური კავშირებისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. ასევე, 14 იანვარს სავსე მთვარე გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. და მერწყულის მოახლოებული სეზონი, რომელიც 19 იანვარს იწყება, მოიტანს შთაგონებას ახალ ადამიანებთან შესახვედრად და რაღაც ახლის შესასწავლად, – აცხადებენ ასტროლოგები.
მოსალოდნელია, რომ ეს კვირა იქნება სავსე, მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ბევრი ადამიანისთვის, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს კი ვარსკვლავები პრობლემებს შეუქმნიან. გაარკვიეთ, თქვენი ცხოვრების რომელი ასპექტები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და როგორ უნდა გამოიყენოთ კოსმოსის ენერგიები თქვენს პირად და პროფესიულ სფეროებში ჰარმონიისა და წარმატების მისაღწევად.
ქვეცნობიერად მზად ხართ იბრძოლოთ თქვენი ინტერესებისთვის, მაგრამ უნდა შეცვალოთ თქვენი სტრატეგია და ტაქტიკა, ფოკუსირება მოახდინოთ დიპლომატიაზე და შეთანხმების მიღწევის სურვილზე. იმოქმედეთ უფრო ყურადღებით და იყავით უფრო კეთილგანწყობილი, შეეცადეთ, გაითვალისწინოთ თქვენი საყვარელი ადამიანების მოსაზრებები. თავაზიანობისა და კეთილშობილების მკაცრ საზღვრებში შენარჩუნებით, შეიძლება მოულოდნელად დაგაწინაურონ, ან მიიღოთ სხვა, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო ბედის საჩუქარი.
ამ კვირის ასტროლოგიური სურათი თითქმის მთლიანად გამორიცხავს პირად საქმეებში მოულოდნელობის შესაძლებლობას. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15
არასასიკეთო დღე: 17.
მშვენიერი კვირაა ინტელექტუალური მუშაობისთვის, მივლინებისა და მოგზაურობისთვის. ორშაბათს და სამშაბათს აჩქარება რეკომენდებული არ არის, ყველაფერი დინჯად, აუჩქარებლად გააკეთეთ, თუ გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და ნერვიულობა. თუ ძალიან იჩქარებთ, დიდი რისკია, რომ შეცდომებს დაუშვებთ. სამომავლო გეგმების შედგენისას კიდევ რამდენიმე ვარიანტი რეზერვში დაიტოვეთ, რათა მოულოდნელმა ცვლილებებმა არ შეგაფერხოთ. პარასკევს უმჯობესია თავი შეიკავოთ სერიოზული აქტივობებისგან; ახლა ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის.
შაბათ-კვირას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა, დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია ყველაზე ორიგინალური და ფანტასტიკური იდეების გასაცოცხლებლადაც კი. გაგიგებენ და დაგეხმარებიან. ვარსკვლავების რჩევით, მოუსმინეთ თქვენი უახლოესი სოციალური წრის სურვილებს. ეს ხალხი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თქვენი მოკავშირეები. წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული თქვენ შორის დადებულ შეთანხმებებზე. ცხოვრებას ფილოსოფიურად მიუდექით და ყველაფერი საუკეთესოდ განვითარდება. ეს არის თქვენი გზა სიყვარულის, ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ.
შაბათ-კვირას თქვენი დროის უმეტეს ნაწილს წვრილმანი საოჯახო საქმეები წაგართმევთ.
სასიკეთო დღეები: 12, 18
არასასიკეთო დღე: 16.
ამ კვირაში შესაძლოა ხელსაყრელი პირობები შეგექმნათ, რათა შეძლოთ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და საჭირო ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა. თუ იაქტიურებთ, შედეგს ადვილად მიაღწევთ. პარასკევს შეგიძლიათ თხოვნით მიმართოთ ხელმძღვანელ პირებს, ამ დღეს ისინი დადებითად იქნებიან თქვენ მიმართ განწყობილნი. თუ დღის წესრიგში დგას ქონებასთან, მემკვიდრეობასა ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, უნდა ისარგებლოთ ექსპერტის რჩევით. იმპულსური გადაწყვეტილებები შეიძლება საშიში იყოს.
შაბათს ელოდეთ სიახლეებს საყვარელი ადამიანებისგან.
სასიკეთო დღეები: 14, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ კვირაში შეეცადეთ, თქვენი მიზნისკენ იაროთ და ყველა გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღოთ, ემოციების ჩარევის გარეშე. შესაძლოა გეგმების კორექტირება დაგჭირდეთ. კარგი პერიოდია სულიერი ძიებისა და შემოქმედებისთვის. შუა კვირაში შესაძლებელია გარკვეული პრობლემები კოლეგებთან ურთიერთობაში. პარასკევს შეიძლება მოულოდნელად დაგეუფლოთ პაემნის მოწყობისა და პირად ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი. ნურაფერს დაიწყებთ ცუდ ხასიათზე, ჯერ დაიცადეთ, სანამ განწყობა გამოგიკეთდებათ.
არ დაგეგმოთ შეხვედრები შაბათ-კვირას, უმჯობესია საოჯახო საქმეებს მიხედოთ და დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 16.
ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერულ წინსვლას, რადგან სამსახურში ცვლილებები შესაძლებელია. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, რაც გჭირდებათ, ყველა წვრილმანზე უნდა დაფიქრდეთ. შეეცადეთ, დროზე ადრე არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები, რადგან მათ სერიოზული შედეგები მოჰყვება. სამსახურში სრულად დატვირთვისას არ დაივიწყოთ თქვენი პირადი ცხოვრება.
შაბათ-კვირა კარგი დროა თქვენი ჰორიზონტის გასაფართოებლად: ისწავლეთ ახალი რამ, გაიუმჯობესეთ უნარები – ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში პერსპექტიულ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
მართალია ამ კვირაში დიდი შრომა მოგიწევთ იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, მაგრამ წარმატების შანსი ნამდვილად გაქვთ. შესანიშნავ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში ხართ, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს სიტუაცია, გამოიჩინეთ გამბედაობა და გამძლეობა. ახლა მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. არ მოუსმინოთ კოლეგების რჩევებს, ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღეთ. ამ კვირაში შესაძლოა რომანტიკული და ძვირადღირებული საჩუქრები მიიღოთ.
შაბათ-კვირას წადით სამოგზაუროდ ან სასეირნოდ ქალაქგარეთ. მშვენივრად დაისვენებთ სუფთა ჰაერზე, კარგ გარემოში მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 14, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
ეს კვირა წარმატებას და მოგებას მოგიტანთ ბიზნესში და ჯანმრთელობის პრობლემებიც მოგვარდება. ორშაბათს შესაძლოა მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყოთ, რომელიც ძალიან გაგახარებთ. სამშაბათს კარგი იქნება საკუთარი შესაძლებლობებისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება, ადვილად მოიპოვებთ ლიდერის ავტორიტეტს, გარშემო მყოფებს წარმატებით განაწყობთ თქვენდამი ნდობითა და პატივისცემით. ხუთშაბათს ხელმძღვანელობისგან ძალიან მიმზიდველ შემოთავაზებას მიიღებთ.
კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისა და ბუნებასთან ურთიერთობისთვის. შაბათ-კვირას კი სასურველია, დროულად გაერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.
სასიკეთო დღეები: 14, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ კვირაში მშვილდოსანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ფინანსებს. ყურადღებით გადახედეთ შემოსავლის ყველა ვარიანტს და თქვენი მომავალი ხარჯები დაგეგმეთ, რათა „თქვენს ჯიბეს“ უარყოფითი ბალანსი არ შეექმნას. სამშაბათს უმჯობესია გაჩუმდეთ, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ მართალი ხართ. შეგიძლიათ, ცოტა მოგვიანებით გააპროტესტოთ. შუა კვირაში სავარაუდოა მოგზაურობა, რომლის დროსაც გაფართოვდება თქვენთვის სასურველი ნაცნობების წრე. ხუთშაბათი შესანიშნავი დღეა გარდერობის განახლებისთვის. პარასკევს დამატებითი მოგება გელით.
კვირის ბოლოს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან გაუგებრობა წარმოიშვას. ამაზე არ ინერვიულოთ, ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს სირთულეები დროებითია.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 18.
ამ კვირაში შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, იყავით გონიერი და წინდახედული, შედეგად ადვილად გადალახავთ დაბრკოლებებს და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას, ის მიგანიშნებთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებაზე არსებულ სიტუაციაში. ეს კვირა წარმატებული იქნება სამუშაოს მოსაძებნად და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში და დაუბრუნდით ჯანსაღ კვებას.
შაბათ-კვირას არ გასესხოთ ფული და ზედმიწევნით დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები, რათა ჯარიმას არ გამოჰკრათ ხელი.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ამ კვირაში შეძლებთ მიაღწიოთ ხელშესახებ შედეგებს იმ საქმეში, რომლისთვისაც დიდი ძალისხმევა გასწიეთ, თუმცა არ ჩაერთოთ არანაირ კამათში, იყავით უკიდურესად ფრთხილად, რადგან არსებობს რისკი, რომ იმაზე გაცილებით მეტს დაკარგავთ, ვიდრე მიიღებთ. ხუთშაბათს დაკვირვებით იმოქმედეთ, შეეცადეთ დაეყრდნოთ არა თქვენს ინტუიციას, არამედ მხოლოდ არაერთხელ გადამოწმებულ ფაქტებს. თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენი ფინანსური შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება.
შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 17, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
ამ კვირაში პრაქტიკაში განახორციელეთ თქვენი თამამი იდეები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. არსებულმა სიტუაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. არ დაგავიწყდეთ თქვენი კოლეგების რჩევების მოსმენა. შეეცადეთ, გადახედოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, შესაძლოა ზედმეტად მკაცრი და უყურადღებო გახდით. კარგი იქნება, თუ კომპრომისს მოძებნით.
შაბათ-კვირას მცირეხნიანი მოგზაურობა ან ბუნებაში გასეირნება განწყობას შესამჩნევად გამოგიკეთებთ და დადებითი ენერგიით აგავსებთ.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
თამთა გურული