ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13 – 19 ივლისი

3 hours ago 7

13-19 ივლისის კვირა პასუხისმგებლობის, ოჯახური ურთიერთობების, ფინანსური წინდახედულებისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების პერიოდია. ასტროლოგები გვირჩევენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები აუჩქარებლად გადავდგათ და ემოციებს არ ავყვეთ.

ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. მათგან ორი შორეულ პლანეტებს – ურანს, ნეპტუნსა და პლუტონს უკავშირდება. მსგავსი ასპექტები იშვიათია და მათი გავლენა მხოლოდ ინდივიდებზე კი არა, მთელ თაობებზეც ვრცელდება.

13 ივლისი – ვენერა-ურანის კვადრატი

ამ ასპექტმა შესაძლოა მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს სასიყვარულო ურთიერთობებში. ძლიერი სიმპათია ან გატაცება სწრაფად იბადება, თუმცა ხშირად ისეთივე სწრაფად ქრება. ასტროლოგების რჩევაა, ემოციურ ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, რადგან მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ურთიერთობის დასრულებას.

15-16 ივლისი – ურანი-ნეპტუნის სექსტილი

ეს იშვიათი, ე. წ. „თაობათა ასპექტია“, რომელიც თავისუფალ აზროვნებას, შემოქმედებით ხედვასა და ახალი იდეების დაბადებას უწყობს ხელს. მისი გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა ხელოვნებაში, კულტურასა და მსოფლმხედველობრივ საკითხებში.

18 ივლისი – ურანი-პლუტონის ტრინი

ეს ასპექტი პროგრესის, ტექნოლოგიური განვითარების, მეცნიერებისა და ინოვაციების ხელშემწყობად მიიჩნევა. ის ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებების სურვილსა და მომავლისკენ სწრაფვას აძლიერებს.

19 ივლისი – მარსი-სატურნის სექსტილი

კვირის ყველაზე პრაქტიკული და სტაბილური ასპექტია. ის დისციპლინას, მოთმინებასა და მიზანმიმართულ მოქმედებას უწყობს ხელს. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, გეგმების შესრულების დასაწყებად და უკვე დაწყებული საქმეების წარმატებით დასასრულებლად.

ხშირად ადამიანს კარგად ესმის, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს. სწორედ მარსისა და სატურნის სექსტილი გვეხმარება მონდომების, თვითდისციპლინისა და რეალური მოქმედების გაძლიერებაში.

ვერძი

ამ კვირაში ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტს თავი აარიდოთ. მეტი ყურადღება საქმესა და კარიერულ მიზნებს დაუთმეთ. შესაძლოა პროფესიულ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოს. ხუთშაბათს ბიზნესპარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობაა მოსალოდნელი.

რჩევა: შაბათ-კვირას ბუნებაში განიტვირთეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16
არასასიკეთო დღე: 15

კურო

არ თქვათ უარი პერსპექტიულ შემოთავაზებაზე – ახლა ხელსაყრელი პერიოდი გაქვთ. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, პარტნიორებთან ან ხელქვეითებთან. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობა იზრდება.

რჩევა: დაბრკოლებების ნუ შეგეშინდებათ – აქტიურობა სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17
არასასიკეთო დღე: 16

ტყუპი

მოვლენების მართვა მოთმინებასა და სიბრძნეს მოითხოვს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათ შორის, ქორწინების შეთავაზებაც, გამორიცხული არ არის.

რჩევა: გადამწყვეტ მომენტებში საკუთარ ინტუიციას ენდეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16
არასასიკეთო დღე: 13

კირჩხიბი

შესაძლოა მოულოდნელად მიღებულმა ინფორმაციამ გეგმები შეგიცვალოთ. გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. პარასკევი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მნიშვნელოვანი საქმეების დასასრულებლად.

რჩევა: იფიქრეთ არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ უახლოეს მომავალზეც.

სასიკეთო დღეები: 15, 18
არასასიკეთო დღე: 17

ლომი

სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. კვირის ბოლოს ახლობლებთან გაუგებრობების მოგვარებას შეძლებთ.

რჩევა: კვირის ბოლოს მიღებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ყურადღება მიაქციეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18
არასასიკეთო დღე: 14

ქალწული

მოთმინება და ტაქტი თქვენი საუკეთესო მოკავშირეები იქნებიან. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ახლობლებთან ურთიერთობაში.

რჩევა: ენერგია მთლიანად მთავარი მიზნის მიღწევისკენ მიმართეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19
არასასიკეთო დღე: 16

სასწორი

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მიღწევას. შეცვალეთ კომუნიკაციის სტილი – დაუფიქრებელმა სიტყვებმა შესაძლოა ახლობლები გაანაწყენოს. მეტი პოზიტივი და ნაკლები კრიტიკა ამ კვირაში თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

რჩევა: წყენის გულში ჩატოვებას მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 17
არასასიკეთო დღე: 14

მორიელი

წარმატების კარგი შანსი გაქვთ როგორც კარიერაში, ისე ბიზნესსა და შემოქმედებით საქმიანობაში. ფინანსური მდგომარეობაც შეიძლება გაუმჯობესდეს. შინაგანი სიმშვიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: შაბათ-კვირას დრო ბუნებაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 19
არასასიკეთო დღე: 13

მშვილდოსანი

ამ კვირაში ჯანმრთელობისა და ყოველდღიური საქმეების მოწესრიგებას შეძლებთ. სამუშაოს სწორად განაწილება გადაღლას აგარიდებთ თავიდან.

რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს – თქვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანი იქნება.

სასიკეთო დღეები: 16, 19
არასასიკეთო დღე: 17

თხის რქა

საქმიან საკითხებში სიფრთხილე და ორგანიზებულობა წარმატების მთავარი გასაღებია. შესაძლოა უფროსების წინაშე საკუთარი იდეების დაცვა მოგიწიოთ.

რჩევა: ეჭვიანობას ნუ აჰყვებით და შაბათ-კვირა სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18
არასასიკეთო დღე: 14

მერწყული

სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობები გაჩნდება. ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე – მთავარი მიზნები პრიორიტეტად აქციეთ. ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

რჩევა: შეძლებისდაგვარად შეამცირეთ არასაჭირო შეხვედრები და დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16
არასასიკეთო დღე: 15

თევზები

იღბალი განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში გაგიღიმებთ. კარგი დროა ცოდნის გაღრმავებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

რჩევა: შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18
არასასიკეთო დღე: 13

თამთა გურული

სრულად წაკითხვა