ამ კვირაში ცაზე მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. ეს არის მერკური-ვენერას სექსტილი (18 ივლისი) – გონიერებასა და გრძნობებს შორის ჰარმონიის ასპექტი, რომელიც პირადი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. სიყვარული ბრმაა, ხშირად მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობს და ადამიანი შესაძლოა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ეს ასპექტი საშუალებას გაძლევთ შეგიყვარდეთ და თავი არ დაკარგოთ. ვენერას შეუძლია სიმპათიის სიგნალი მოგცეთ, ხოლო მერკური სპეციალური ფილტრის როლს ასრულებს, რომელიც ამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს თქვენთვის საინტერესო ადამიანი მოლოდინებს. თუ შეუსაბამობაა, მერკური ბლოკავს ვენერას სიმპათიას და ურთიერთობა აღარ ვითარდება.
ასევე, 2025 წლის 14 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, მთელი კვირა აღინიშნება შინაგანი ცვლილებებით და მოულოდნელი მოვლენებით. თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ამ პერიოდში თავისი ისტორია აქვს – განსხვავებული შანსებით, გაკვეთილებითა და შესაძლებლობებით. მოუსმინეთ თქვენს ასტროლოგიურ პროგნოზს, რათა თქვენი ენერგია სწორი მიმართულებით წარმართოთ.
ვერძი
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია დასვენებისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. შესაძლებელია, რომ სადღესასწაულო რომანი დაიწყოთ. ახლა არ არის დრო, რომ დინებას მიჰყვეთ, არამედ უნდა გააქტიურდეთ და თავად აიღოთ ხელში ინიციატივა. ნუ დასახავთ ზედმეტად გრანდიოზულ გეგმებს, თქვენთვის ბევრად უკეთესი იქნება ცოტა დასვენება და ძალების მოკრება. კვირის შუა რიცხვებში მოსალოდნელია მცირე ფინანსური დაძაბულობა, მაგრამ ეს სიტუაცია სწრაფად გამოსწორდება. თქვენი ენერგია და მონდომება ბევრ საკითხში წარმატების გარანტიას იძლევა. პარასკევს კარგ ამბებს შეიტყობთ.
უმჯობესია შაბათ-კვირა პასიურ დასვენებას დაუთმოთ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 17.
კურო
ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ ეს კვირა პროდუქტიული და საკმაოდ მშვიდი იქნება. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ დაასტაბილუროთ თქვენი კეთილდღეობის დონე. ნუ შეგეშინდებათ წარმოქმნილი დაბრკოლებებისა, ისინი საკმაოდ ადვილი გადასალახია. ოთხშაბათს შესაძლოა შორიდან მომავალი ამბებით კმაყოფილი დარჩეთ. კარგი დროა ძველი საქმეების მოსაწესრიგებლად. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს სასიყვარულო სფეროში – ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს.
შაბათ-კვირას ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდხანს შეძლებთ ერთ ადგილას ჯდომას -მოინახულეთ თქვენთვის საინტერესო ადგილები.
სასიკეთო დღეები: 16, 19.
არასასიკეთო დღე: 15 .
ტყუპი
სამსახურსა და შემოქმედებით საქმიანობაში გაგიმართლებთ და ბევრ პროექტში, უბრალოდ, შეუცვლელი იქნებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირის საქმეები სწორად დაგეგმოთ, რათა ენერგია ზედმეტად არ დახარჯოთ. თქვენს სამყაროში საინტერესო ნაცნობები და ახალი იდეები შემოიჭრება, შთაგონებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ ნუ ეცდები ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანით. სოლიდურ მოგებას და აღიარებას მიიღებთ. თქვენი სანუკვარი სურვილები ახდება, თუმცა არ დაგავიწყდეთ დასვენება, რომანტიკა და მეგობრებთან ურთიერთობა.
შაბათ-კვირას თქვენი მთავარი ამოცანა იქნება სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა.
სასიკეთო დღეები: 17, 20
არასასიკეთო დღე: 18
კირჩხიბი
ამ კვირაში კარგი შანსი გექნებათ, პროფესიულ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. ეს მოითხოვს კეთილსინდისიერებას და სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიან მიდგომას. თუ გამოყოფილ დროში მოვალეობების გარდა სხვა რამესაც გააკეთებთ, მაშინ ბონუსი ნამდვილად გარანტირებული გექნებათ. კვირა ხელსაყრელია ოჯახური საკითხების გადასაჭრელად და დაკარგული კავშირების აღსადგენად. შესაძლებელია საუბარი, რომელსაც აქამდე თავს არიდებდით, მაგრამ ეს შვებას მოგიტანთ. აკონტროლეთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა: შესაძლოა ორგანიზმს არ ჰქონდეს საკმარისი ვიტამინები, ან საკმარისად არ გეძინოთ.
შაბათ-კვირას არ დაგავიწყდეთ ნათესავების მონახულება, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 14, 19.
არასასიკეთო დღე: 16.
ლომი
ორშაბათი მოულოდნელი და პერსპექტიული აღმოჩენების დღე იქნება როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. კარგი დროა სამსახურის შესაცვლელად. ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და პრობლემები. თუ შვებულებაში ხართ, ისიამოვნეთ და გაერთეთ მაქსიმალურად. ეცადეთ, უფრო ხშირად ეწვიოთ სოფელს ან აგარაკს – ბუნება დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. პირად ურთიერთობებში სიმშვიდეა.
შაბათ-კვირა შემოქმედებით შთაგონებას მოგიტანთ: მიეცით საკუთარ თავს თვითგამოხატვის თავისუფლება.
სასიკეთო დღეები: 12, 17.
არასასიკეთო დღე: 16.
ქალწული
ამ კვირაში, ენერგიით აღსავსემ, თამამად დაიწყეთ დიდი ხნის გადადებული პრობლემების გადაჭრა. შესაძლოა წვრილმანებმა გაგაღიზიანოთ – ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, კონტროლი დაგაკარგვინოთ. ორიენტაცია აიღეთ შედეგზე და არა პროცესზე. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სამსახურში გადატვირთვა, ზედმეტი მუშაობა არა მხოლოდ ცხოვრებით ტკბობისთვის დროს არ დაგიტოვებთ, არამედ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, თქვენს რომელიმე კოლეგას მოუნდეს პასუხისმგებლობის თქვენზე გადმოტანა – იყავით უფრო მტკიცე და ისწავლეთ თქვათ „არა“. ნათესავებთან ურთიერთობისას მოთმინება გმართებთ და კონფლიქტების თავიდან აცილებას შეძლებთ.
კვირის მეორე ნახევარი სახლთან ან რემონტთან დაკავშირებულ კარგ ამბებს გპირდებათ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 17.
სასწორი
ამ კვირაში უფრო გაგიმართლებთ, ვიდრე ოდესმე. მაშინაც კი, თუ ვინმეს თავში მოუვა თქვენი შეჩერება, არაფერი გამოვა. თუ მიზანს დაინახავთ, დაბრკოლებები ვერ შეგაჩერებთ. დროის მწვავე ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები არ არის გამორიცხული, თუმცა ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რათა მოგვიანებით არ ინანოთ. ეცადეთ, სამსახურში ობიექტურად აღიქვათ კონსტრუქციული კრიტიკა და გამოასწოროთ თქვენი შეცდომები. ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებმა შეიძლება კარგი შედეგი მოიტანოს, განსაკუთრებით, თუ ზედმეტ ამბიციას არ გამოიჩენთ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც მრავალი წელია არ გინახავთ. პირად ცხოვრებაში არსებობს შანსი, განაახლოთ დიალოგი, თუ გულწრფელი იქნებით.
შაბათ-კვირას ინტუიცია და ბუნებრივი კეთილშობილება სერიოზული შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 15, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
მორიელი
ამ კვირაში შესაძლებელია რთული სიტუაციები, მაგრამ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მიმართ გაგიჩნდეთ ძლიერი გრძნობა – არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სავსებით შესაძლებელია, რომ მოქმედების საუკეთესო გზა სპონტანურობა იყოს, ეცადეთ, არ დაიძაბოთ, სავარაუდოდ, ყველაფერი თავისით გამოვა. ოთხშაბათს სამსახურში ხელმძღვანელობასთან მნიშვნელოვანი საუბარია მოსალოდნელი, რაც ახალი პერსპექტიული გეგმების განხორციელების შანსს მოგცემთ. მიიღეთ კოლეგებისგან დახმარება – გამოგადგებათ. ეცადეთ, გაუგოთ საყვარელ ადამიანებს და ყურადღებით მოეკიდოთ მათ პრეტენზიებს, რადგან ისინი მხოლოდ კარგს გისურვებენ.
შაბათ-კვირას შესაძლოა თქვენი შორეული წარსულის საიდუმლოებები გამჟღავნდეს.
სასიკეთო დღეები: 14, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
მშვილდოსანი
ამ კვირაში მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და არა – ჭორებს; ენდეთ საყვარელ ადამიანებს და არა – უცნობებს, ასე მიღებული გადაწყვეტილებები თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს. სამსახურში ცვლილებები, სავარაუდოდ, უკეთესობისკენ იქნება, მაგრამ ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია მოგიწევთ. გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა, მუდმივად უნდა იყოთ ინფორმირებული მოვლენების შესახებ, რათა არ გამოტოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. დაუდევარ ქმედებებს შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ ფრთხილად უნდა უყოთ როგორც სამსახურში, ისე სახლში. ნუ დაკარგავთ გონიერებას და სიმშვიდეს, რათა ყველაფრის გარკვევა შეძლოთ. სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მოულოდნელად დადებით შედეგებს მოიტანს.
შაბათ-კვირას ეცადეთ, ყველა საზრუნავი გვერდზე გადადოთ და მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 14.
თხის რქა
მიჩვეული ხართ ყველაფრის კონტროლს, მაგრამ ამ კვირაში მოგიწევთ უარი თქვათ ამ ჩვეულებაზე. ეს გაათავისუფლებს სივრცეს რაღაც ახლისთვის – ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა. შესაძლებელია მცირე დანაკარგი, მაგრამ ზედმეტი მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება ახალი შესაძლებლობების წინაპირობა გახდება. კვირის შუა პერიოდი ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და პირობების განხილვისთვის. ახლობლები დაგეხმარებიან ხელსაყრელი შესაძლებლობების დანახვაში. მოკრძალება თქვენი საუკეთესო „სამკაული“ იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ შეცდომები სამსახურში. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით და მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. ეცადეთ, ბოროტად არ გამოიყენოთ საყვარელი ადამიანის კარგი დამოკიდებულება თქვენს მიმართ.
კვირას შესაძლბელია პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეხვედრა.
სასიკეთო დღეები: 15, 20.
არასასიკეთო დღე: 18.
მერწყული
ეს კვირა მკაფიოდ უნდა დაგეგმოთ და თავად გადაწყვიტოთ, ზუსტად რის მიღწევა გსურთ. როგორც კი ამას მოახერხებთ, საქმე თქვენს ხელში გაბრწყინდება. ამ კვირაში შეგიძლიათ ყველას ყურადღების ცენტრში მოექცეთ. თქვენს იდეებს მოისმენენ, თუმცა მათი განხორციელებისთვის პარტნიორებს მაშინვე ვერ იპოვით. შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები, მაგრამ ისინი სასარგებლო იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ურთიერთობებში შესაძლებელია ნათელი საუბარი, რომელიც ბევრ რამეს გაარკვევს. ახლა შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის გული დაიპყროთ თქვენი მონდომებით, თავდაჯერებულობითა და ხიბლით.
შაბათ-კვირას მეგობრები პიკნიკზე დაგპატიჟებენ.
სასიკეთო დღეები: 16, 20.
არასასიკეთო დღე: 17.
თევზები
ამ კვირაში მოსალოდნელია შეხვედრები, მოგზაურობები და არ არის გამორიცხული, ახალი რომანი დაიწყოთ. თქვენი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ იპოვოთ სასარგებლო კავშირები შემთხვევით ადამიანებთანაც კი და გააკეთოთ სერიოზული პროფესიული არჩევანი. მოემზადეთ ახალი შემოთავაზებებისთვის, განსაკუთრებით, თუ ინიციატივას თავად გამოიჩენთ. ახლა უნდა იპოვოთ სიმშვიდე, დარწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში და დაისახოთ მიზნები უახლოესი მომავლისთვის. ეცადეთ, არ იყოთ პრეტენზიული და არ იკამათოთ ირგვლივ მყოფებთან.
კვირა დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად თბილი ვახშმისთვისაა შესაფერისი.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
თამთა გურული
დაკავშირებულ თემაზე: ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები – ერთ-ერთი უზუსტესი ჰოროსკოპი