კვირის ზოგადი ასტროლოგიური სურათი
ასტროლოგების პროგნოზით, ეს კვირა პროდუქტიული და ხელსაყრელი იქნება, თუმცა რთული. მარსი საბოლოოდ გამოდის ჩრდილიდან და ენერგიულ მხარდაჭერას გვაძლევს – ეს შესანიშნავი დროა წინსვლისთვის, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში აქტივობის გასაზრდელად.
შესაძლოა, ნაკლებად პოზიტიური მომენტებიც წარმოიშვას, თუმცა ასეთ ვითარებაში იღბალი დაგეხმარებათ, შედარებით უვნებლად გამოხვიდეთ რთული სიტუაციებიდან.
კვირის მთავარი პლანეტარული ასპექტი: ვენერა-ნეპტუნის კვადრატი
23-24 დეკემბერს ცაზე ყალიბდება მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი – ვენერა-ნეპტუნის კვადრატში, რომელიც კვირის ზოგად ტონს განსაზღვრავს.
ვენერა სიყვარულთან, ემოციებსა და ფინანსებთან ასოცირდება, ხოლო ნეპტუნი – ილუზიებთან და შეცვლილ ცნობიერებასთან. დაძაბულ ვერსიაში ამ ასპექტმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- ემოციური დაბნეულობა;
- უსაფუძვლო ეჭვიანობა;
- სიყვარულის ობიექტზე ძლიერი დამოკიდებულება.
ფინანსურ საკითხებშიც მოსალოდნელია ქაოსი და გაურკვევლობა, ამიტომ დიდი შესყიდვებისგან ამ კვირაში თავი შეიკავეთ.
კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
♈ ვერძი
ამ კვირაში მოსალოდნელია ახალი აქტივობის დაწყების შესაძლებლობა გამოჩნდეს. ღირს საკითხებს სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ და შესაძლოა, ისეთი გადაწყვეტილებებიც კი მიიღოთ, რომლებიც არცთუ ისე სასიამოვნოა. ყურადღებით იყავით და შეძლებთ თავიდან აიცილოთ გარკვეული სირთულეები სამსახურში. მოთმინება გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია კონფლიქტის ალბათობა. ეს კარგი კვირაა პროექტების დასასრულებლად და პროგრესის შეჯამებისთვის. შესაძლოა, დაკარგული მნიშვნელოვანი კავშირები განახლდეს. შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.
შაბათ-კვირა სავსე იქნება სადღესასწაულო აურზაურით.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
♉ კურო
მომდევნო დღეებში დაგროვილი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება მოგიწევთ. უმჯობესია, არავის მხარდაჭერასა და დახმარებაზე არ იყოთ დამოკიდებული. ყველაფერს თავად გაუმკლავდებით და ეს თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. გამოიყენეთ მთელი თქვენი ხიბლი კარიერული სიმაღლეების დასაპყრობად. შესაძლებელია მნიშვნელოვანი აღმოჩენები და პოზიტიური ცვლილებები. კორპორაციულ ღონისძიებაზე დროს შესანიშნავად გაატარებთ, ახალი შეხვედრებითა და გამოცდილებით დატკბებით.
შაბათ-კვირას მშვიდი გარემო გჭირდებათ, შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
♊ ტყუპი
ამ ახალი კვირის დღეებში დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ყურადღება და გონებამახვილობა. ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხების მოგვარებამ შეიძლება მოულოდნელი დადებითი შედეგები მოგიტანოთ. სასურველია, ემოციებში არ ჩაიძიროთ და, უბრალოდ, საქმეს შეუდგეთ. შემოქმედებითი პროექტები წარმატებას მოგიტანთ. გარდა ამისა, ამ კვირაში თქვენი ცხოვრება სავსე იქნება გართობით, წვეულებებითა და რომანტიკით. გელოდებათ ვნებიანი პაემნების სერია. შესაძლოა, ქორწინების წინადადებაც კი მიიღოთ.
შაბათ-კვირას მეგობრებთან ურთიერთობა ახალი იდეებითა და კარგი პერსპექტივით გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 22, 24.
არასასიკეთო დღე: 27.
♋ კირჩხიბი
ამ კვირაში ბრწყინვალე პერსპექტივები გელოდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იჩქაროთ. თქვენს გზაზე, პრაქტიკულად, არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, გარდა თქვენივე უყურადღებობისა. მოერიდეთ უცნობებთან კონტაქტს, განსაკუთრებით ბიზნესში, შესაძლებელია თაღლითობა და მოტყუება. ორშაბათს უმჯობესია, მხოლოდ მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. კვირის შუა რიცხვებიდან იდეებისა და გეგმების გენერატორი იქნებით როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.
შაბათ-კვირას სახლი სადღესასწაულოდ მორთეთ და დარჩენილი საჩუქრები იყიდეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
♌ ლომი
ახლა ბევრი რამ გამოგივათ, განსაკუთრებით, თუ ბიზნესს სიამოვნებასთან შეათავსებთ, თუმცა შესაძლებელია რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაციები. ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები სწრაფად და თავდაჯერებულად მიიღოთ. ნუ მისცემთ პარტნიორს უფლებას, კონფლიქტში ჩაგითრიოთ. თქვენი კომუნიკაბელურობისა და დიპლომატიურობის წყალობით, შეძლებთ კავშირების დამყარებას როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, არ ინერვიულოთ ოჯახის წევრებთან დაძაბულ ურთიერთობებზე, დღესასწაულების დროს ყველაფერი გამოსწორდება.
შაბათ-კვირას ნათესავებთან ვიზიტი დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.
სასიკეთო დღეები: 26, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
♍ ქალწული
გვერდზე გადადეთ ძველი პრობლემები და ყურადღება მომავალ პროექტებზე გაამახვილეთ. გარკვეული სიმშვიდე და მოთმინება დაგჭირდებათ, თუმცა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევთ. ერთი რჩევა გაითვალისწინეთ – ნუ აიღებთ საკუთარ თავზე მსოფლიო პრობლემებს. ხელმძღვანელებისგან საინტერესო შემოთავაზება სავარაუდოა. ამ კვირაში თქვენი შეუზღუდავი შესაძლებლობების სიაში ყველაზე მოთხოვნადი კულტურული დიპლომატია იქნება.
შაბათ-კვირას მცირე დათმობებზე წასვლა დაგეხმარებათ ოჯახში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
♎ სასწორი
ცოცხალი, მოვლენებით დატვირთული პერიოდი გელოდებათ. ეს კვირა განსაკუთრებით კარგია შემოქმედებითი აქტიურობისთვის. თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენ გარშემო არსებული სამყარო. ასევე შესაძლებელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ადამიანი, ვისთან ერთადაც ხართ, არ არის თქვენი შესაფერისი. მოსალოდნელია ახალი წლისთვის საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
უმჯობესია, შაბათ-კვირა ოჯახს და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი დიდი ხანია თქვენი ყურადღების ნაკლებობას განიცდიან.
სასიკეთო დღეები: 22, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
♏ მორიელი
შეეცადეთ, შეამციროთ სამუშაო დატვირთვა და დღესასწაულებისთვის მზადება დაიწყოთ, თუმცა სავარაუდოა, რომ მომგებიან გარიგებებს დადებთ. შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ მეგობრებს, რომლებიც დახმარებას და თანადგომას გთავაზობენ. ყურადღებით მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების იდეებს, ეს შეიძლება მომავალი მნიშვნელოვანი პროექტის საფუძველი გახდეს. კვირის მეორე ნახევარი დასვენებას და გართობას დაუთმეთ, ახალი გამოცდილებით გამდიდრდით.
შაბათ-კვირა კარგი დროა გადაწყვეტილებების მისაღებად და გადამწყვეტი ქმედებებისთვის.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 24.
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში წარმატება გელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მისაღწევად მაქსიმალურ ძალისხმევას გაწევთ. არ გადაუხვიოთ თქვენ მიერ არჩეულ გზას და ნუ მოგერიდებათ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების დემონსტრირება. თუ რთული არჩევანის წინაშე დგახართ, უმჯობესია რჩევა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჰკითხოთ. ნუ ეცდებით დაწყებული საქმის მარტო დასრულებას – ეს მხოლოდ ურთიერთობებს დააზიანებს.
ამ შაბათ-კვირას შეიძინეთ საახალწლო საჩუქრები თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
♑ თხის რქა
მომდევნო დღეებში შეეცადეთ, არ დაჰყვეთ რისკზე წასვლის ცდუნებას, უმჯობესია თქვენი ჩვეული რუტინა დაიცვათ. რაც უფრო წყნარად და მშვიდად გაატარებთ ამ კვირას, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი უახლოესი მომავალი. იყავით რეალისტები მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. იპოვეთ ჰარმონიული თვითრეალიზაციის გზა. გაითვალისწინეთ, რომ თუ ყველა საკითხზე საკუთარი აზრის უპირატესობის დაჟინებით მტკიცებას დაიწყებთ, სავარაუდოა კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან.
შაბათ-კვირა სავსე იქნება სადღესასწაულო სამუშაოებით.
სასიკეთო დღეები: 22, 27.
არასასიკეთო დღე: 26.
♒ მერწყული
ამ კვირაში თქვენი ბიზნესი გაძლიერდება და გაფართოვდება. უკეთეს შედეგებს მიაღწევთ, თუ ნაკლებად ისაუბრებთ თქვენს პრობლემებზე და უფრო ყურადღებით მოუსმენთ სხვების მოსაზრებებს. ოთხშაბათს ახალი ნაცნობი დაგეხმარებათ უფრო ხელსაყრელი პოზიციის მოპოვებაში. შეეცადეთ, გააანალიზოთ თქვენი შეცდომები და სათანადო დასკვნები გამოიტანოთ. ბავშვები თქვენს ყურადღებას და საჩუქრებს მოითხოვენ.
შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან მცირე უთანხმოების დაძლევა მარტივია, თუ მზად იქნებით, მცირე კომპრომისზე წახვიდეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 26.
არასასიკეთო დღე: 25.
♓ თევზები
შესაძლოა, კარიერასთან დაკავშირებული საკითხები გაწუხებთ. დოკუმენტაციისთვის დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, ძალიან ყურადღებით იყოთ. შეეცადეთ გააანალიზოთ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები და მოერიდეთ იმპულსურ ან ნაჩქარევ ქმედებებს. გრძნობები, ურთიერთობები და სიყვარული ახლა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნუ შეგეშინდებათ გულწრფელი საუბრებისა, კვირის ბოლოს ძვირად ღირებული საჩუქრები და ვნებიანი პაემნები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 23, 28.
არასასიკეთო დღე: 26.
თამთა გურული

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·