ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 მაისი

1 week ago 20

ეს კვირა ერთი დასვენების დღესავით გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადი ატმოსფერო ძალიან ოპტიმისტური იქნება. ამ კვირაში ვინც მუშაობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეძლონ. ბევრად უფრო მიზანშეწონილია ეს შვიდდღიანი პერიოდი საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებას, ბაღში მუშაობას ან პასიურ განტვირთვას  დაუთმოთ, თუმცა ვარსკვლავები სახლში უსაქმოდ ყოფნას არ ურჩევენ მარტოხელებს, რადგან მათ ახლა დიდი შანსი აქვთ, რომ ბედი გაეხსნათ, ამიტომ უნდა ეცადონ, უფრო ხშირად გავიდნენ სახლიდან.

ვერძი

ამ კვირაში შეიძლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდოთ თქვენს ცხოვრებაში და მიზეზიც გაქვთ, რომ ცვლილებები გსურდეთ, რადგან ისინი ბევრ სარგებელს მოგიტანენ. არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამუშაოსთან ან რაიმე სერიოზულ საკითხთან. თქვენი ხელმძღვანელები და კოლეგები თქვენს შრომაა დააფასებენ, მაგრამ ეცადეთ ძალიან არ დაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. ღირს შაბათ-კვირის ქალაქგარეთ გატარება.

სასიკეთო დღეები: 8, 9

არასასიკეთო დღე: 6.

კურო

მოემზადეთ ამ კვირაში მოულოდნელი სტუმრის ვიზიტისთვის. მასთან შეხვედრა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. დაუვიწყარ მოგონებებთან ერთად ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ოთხშაბათს, თუ არ გინდათ გრძელვადიანი პრობლემები შეგექმნათ, ოჯახში კონფლიქტს ერიდეთ. ბევრი თქვენგანის დიდი სიხარული იქნება  შვილების წარმატება სწავლაში. სამსახურში დაკავება ხელს არ შეგიშლით ცხოვრების სხვა სფეროებში თქვენი ნიჭის გამოვლენაში. ფრთხილად იყავით ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერისას, ჯერ ყურადღებით გაეცანით და ხელი მერე მოაწერეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

ტყუპი

შემოქმედებით საქმიანობაში ჩაძირვა ამ კვირაში თქვენი მაშველი რგოლი იქნება – რაც უფრო დიდხანს იმუშავებთ, მით ნაკლები დრო გექნებათ ეჭვების, წუხილისთვის და შფოთვისთვის. სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც გაღიზიანებთ, უკან დაიხევს და თქვენი სანუკვარი მიზნისკენ მიმავალი გზა გარკვეული იქნება. პარასკევი კარგია  რაიმე ახლის დასაწყებად და ძველის დასანგრევად. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუმართლოს და  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს პროფესიული შესაძლებლობები. შაბათ-კვირას საუკეთესო დასვენებაა სანაპიროზე ან პარკში წასვლა და მზის ჩასვლის ყურება.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

კირჩხიბი

ეს კვირა გამოიყენეთ ახალი ნაცნობობის დასამყარებლად და, ზოგადად, ყველა სახის კონტაქტისთვის, რადგან დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. სახლში ატმოსფერო მშვიდი და კომფორტული იქნება, ხოლო პროფესიულ სფეროში – მეგობრული და ოპტიმისტური. ახლა ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელ  გარემოს ქმნის, ამიტომ შეეცადეთ, ეს პერიოდი თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად გამოიყენოთ.

სასიკეთო დღეები: 6, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

ლომი

ამ კვირაში აუცილებლად უნდა გამოავლინოთ თქვენი აქტიურობა და ცხოვრების სიყვარული. შესანიშნავი იუმორის გრძნობის გამო ბევრი თქვენგანი მეგობრებისა და ახლობლების წრეში პოპულარული იქნება. მნიშვნელოვანია სიტუაციის განვითარებას თვალყური ადევნოთ და გონივრული ინიციატივა გამოიჩინოთ. ბიზნესში შეიძლება კონკურენტები გამოგიჩნდნენ.  გულდასმით შეამოწმეთ ის ინფორმაცია, რომელსაც სამშაბათს გაიგებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ  ხშირად არ გახსნათ საფულე, რადგან არსებობს რისკი, რომ სრულიად არასაჭირო ხარჯებს გასწევთ.  შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მოგზაურობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

ქალწული

დიდი ენერგიით სავსე, ამ კვირაში მზად იქნებით ახალი თავგადასავლებისთვის, მაგრამ გახსოვდეთ, რომ  მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მოქმედების უფლების უზურპაციის მცდელობა სწრაფად მიგიყვანთ სერიოზულ კონფლიქტამდე. ოთხშაბათს ფრთხილად იყავით, არსებობს რისკი, რომ თქვენი სიტყვებით საყვარელ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებთ. პარასკევი ხელსაყრელი დღეა სამსახურში ინიციატივის გამოსავლენად. შაბათს სიახლეებს ელოდეთ შორეული ნათესავებისგან, მათ შეუძლიათ აქტუალური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

სასწორი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ რამდენიმე საკითხი, რომლებსაც დიდი ხანია გვერდს უვლით. შეეცადეთ, მშვიდად გაიაზროთ სიტუაცია და მიზანს წარმატებით მიაღწევთ. მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოიჩინოთ როგორც ლაპარაკისას, ისე მოქმედებებისას და პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, მოგვარდება და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ. შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი მაშინაც კი, თუ თქვენ გარშემო კამათია და ვნებები დუღს. შაბათს საკუთარ თავს უფლება მიეცით და ყველა სამუშაოსა და ყოველდღიური პრობლემისგან დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 11.

მორიელი

ეს კვირა, მიუხედავად არაერთი საზრუნავისა, თქვენთვის ძალიან დატვირთული არ იქნება და შეძლებთ იმდენი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, რამდენიც გსურთ. გექნებათ შესაძლებლობა გააკეთოთ ის, რაც სიხარულს და კმაყოფილებას მოგიტანთ. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, რათა ირგვლივ მყოფებმა კარგად იგრძნონ თავი თქვენ გვერდით. უფრო მეტიც, თქვენი კარგი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ კარიერული ზრდის შანსს მოგცემთ. ამ კვირაში შეგიძლიათ ელოდოთ დაწინაურებას და ხელფასის ზრდას. კვირა უამრავ სითბოს, სიყვარულს და სინათლეს გპირდებათ – მოკლედ, პოზიტიურ ორბიტაზე ხართ!

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

მშვილდოსანი

ამ კვირაში შეიძლება მიხვდეთ, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხართ და მათთან არ ურთიერთობთ, ვინც გჭირდებათ. ოთხშაბათს შეიძლება ძალიან აღშფოთდეთ, მაგრამ უმჯობესია ნერვები მოთოკოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საკუთარი თავი პოზიტივზე „დააპროგრამეთ“ და ყველა სირთულის გადალახვას და სწორ გზაზე დადგომას შეძლებთ. პროფესიულ სფეროში უფროსებისა და კოლეგების მხარდაჭერით ისარგებლებთ, მაგრამ თუ რაიმე სახის პროექტის დაწყებას გეგმავთ, ახლა ამის შესაფერისი დრო არ არის. უმჯობესია დაგეგმვა დაიწყოთ. მოსალოდნელია ნელი, მაგრამ სტაბილური პროფესიული ზრდა.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

თხის რქა

ამ კვირაში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, რაც, თავის მხრივ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ. ცვლილებები ცხოვრებაში, რომლებსაც ვარსკვლავები ამ პერიოდში გპირდებიან, მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. თქვენი ყურადღება, ძირითადად, ფულთან და ხარჯებთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაზე იქნება მიმართული. მთელი კვირა, მიუხედავად შესაძლო მცირე პრობლემებისა, საბოლოოდ კეთილდღეობამდე მიგიყვანთ. შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად ახალი და საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გეგმა რადიკალურად გადაიხედება, არ დაკარგოთ იმის რწმენა, რასაც აკეთებთ. ახლა სამსახურში კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან  ურთიერთობებში სწორი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა აირჩიოთ. შეიძლება დაძაბულობა გაიზარდოს დავალებებისა და პროექტების მოცულობის გამო. ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ საკვანძო პუნქტებს, არამედ წვრილმანებსაც. კვირის ბოლოს შესაძლოა რომელიმე თქვენს ახლო მეგობარს ან ნათესავს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს რაიმე მნიშვნელოვან საქმეში.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

თევზები

დიდი ალბათობით, ძალიან კარგი კვირა იქნება თქვენთვის, რადგან ვარსკვლავები თქვენს სასარგებლოდაა განლაგებული. დადებით ცვლილებებს შეამჩნევთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. თქვენი ძალისხმევა სამსახურში წარმატებით დაგვირგვინდება და კოლეგები და ხელმძღვანელები სათანადოდ დააფასებენ, რაც თქვენს კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს. თქვენი ოჯახური ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერი და ჰარმონიული გახდება. რომანტიკულ სფეროში ბევრ თქვენგანს დაუვიწყარი შეგრძნებები ელის. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და კვირა თქვენთვის ყველაზე ნათელი ემოციებით იქნება სავსე.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა