“აბა, შვილი დაიბრუნეო?…იცით, მე მოგატყუეთ“- ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

12 hours ago 4

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რომელიც ქართულ შოუბიზნესში სკანდალებთან ასოცირდება, ამჯერადაც სკანდალურ განცხადებას აკეთებს. იგი რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო, სადაც ერთ-ერთი რეალითი შოუს მოგება შვილის დაბრუნებისთვის სჭირდებოდა, სიცრუე იყო.

„ვაიმე, ამ თემამ როგორ დამღალა, დღემდე მწერენ ხოლმე, აბა, შვილი დაიბრუნეო?.. იცით, პროექტი დასრულდა უკვე და უფრო მეტად რომ გავამწარო ეს ადამიანები, შემიძლია ვუთხრა, რომ იცით, მე მოგატყუეთ… პროექტიც მე მოვიგე, ბინაც მე მოვიგე, ყველაფერიც მე მოვიგე, თუმცა ეს არის სიმართლე, ეს ძალიან რთულია. ის აშშ-ს მოქალაქეა, სანამ არ გახდება სრულწლოვანი, არ მაქვს უფლება, მასთან მქონდეს კავშირი. მაქვს ბავშვის ფოტო ტელეფონში, ჩემ ირგვლივ ბევრს აქვს ნანახი“,– ამბობს იგი.

სრულად წაკითხვა