აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა 11 ნოემბერს დაასრულეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
ცნობები შეხვედრის დასრულების შესახებ გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო მედიამ და უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუაებებმა, მათ შორის „უკრაინსკა პრავდამ“, „ფრანს-პრესმა“ და „როიტერსმა“.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა, 11 ნოემბერს კი დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში დასრულდა.
შედეგებზე მხარეებს ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
ინფორმაცია განახლდება.
radiotavisupleba ახალი ამბები