WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინთან პირველ შეხვედრას 19 ნოემბერს, მინსკში გამართავს.

ეს ინფორმაცია სამთავრობო მედიას ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

„რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 19 ნოემბერს ქალაქ მინსკში“, — თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

მანამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებად წოდებული, რუსეთთან არაფორმალური დიალოგის ადგილად პრაღა იყო განსაზღვრული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ის გიორგი ქაჯაიამ დატოვა, თუმცა 21 ოქტომბერს კობახიძემ ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.

ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავს, რადგან ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა.

რუსეთს, დიდი ხანია, სურს ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა.

ამ თემაზე:

ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში