“ადამიანი, რომელსაც უყენია ტრაქეოსტომა, რომ ისუნთქოს, უყენია გასტროსტომა საკვების ხელოვნურად მისაწოდებლად, თურმე, 4 გრ ალფა პვპ-თი მოძრაობდა აქციაზე” – რას ედავდებიან გიორგი ახობაძეს

1 week ago 7

1

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

ეს ადამიანი, რომელიც 1 წელია სახლიდან ვერ ახერხებს დიდი ხნით გამოსვლას, რადგან უვლის ინსულტიან დედას, რომელსაც უყენია ტრაქეოსტომა, რომ ისუნთქოს და მოხდეს 3 საათში ერთხელ საჰაერო გზების გაწმენდა, რომელსაც უყენია გასტროსტომა საიდანაც ხდება საკვების ხელოვნურად მიწოდება, თურმე 4 გრ ალფა პვპ-თი მოძრაობდა აქციაზე

ოღონდ ამ ნარკოტიკის მისი ჯიბიდან ამოღება მოხდა ისეთ ადგილას სადაც არაა არცერთი კამერა, არცერთ პოლიციელს არ ჰქონდა არც სამკერდე კამერა და არც მობილური რომ ჩხრეკის პროცესი გადაეღოთ

ჩასვეს 2 თვით წინასწარზე. მიიმალება, ქვეყნიდან გაიქცევა, მტკიცებულებებს გაანადგურებს და მოწმეებზე მოახდენს ზეწოლასო.

ეს უსისხლი ნაბიჭვარი არის პროკურორი – შმაგი გობეჯიშვილი (არ ითაგება)

ეს კი მოსამართლე Lela Maridashvili, რომელიც მანამდე საგარეჯოს საკრებულოში ქოცებიდან იყო თავმჯდომარის მოადგილე და 2024წლის 1 ოქტომბრიდან გახდა მოსამართლე 3 წლის ვადით.

სრულად წაკითხვა