საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნას ითხოვს

2 hours ago 1

11

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენცია გამართეს და დღის განმავლობაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის ეთერის გახსნა მოითხოვეს. მათი განცხადებით,პირველ არხს ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითაც მიმართეს, თუმცა მენეჯმენტი უარზეა.

“ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, ჩვენ გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ერთადერთ, რაც არ გვაქვს არის ნება და ამის გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ. შესაბამისად, ე.წ. საგანგებო ეთერი, კიდევ განვმეორდები, საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამოცხადდება ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვეულ რეჟიმში, რაც დღეს გარკვეული არგუმენტებით, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, არ ხდება”, – განაცხადა მოამბის წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთანამშრომლები განმარტავენ, მთავარი მიზეზი, რის გამოც ტელეკომპანია უარს ამბობს დღის ეთერის გახსნაზე ტექნიკური რესურსის არარსებობაა.

“ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. მნიშვნელოვანია ითქვას რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური, მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების, ნების შემთხვევაში, ტექნიკურად დღის რამდენიმე საათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია” – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი თანამშრომლის, კახა მელიქიძის განმარტებით, ტელევიზიას აქვს რესურსი რომ მოკლე დროში მოაწყობს სტუდია და ამას ადასტურებს, პანდემიის დროს ტელესკოლის გაკეთება.

სრულად წაკითხვა