ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა პაკისტანში დაარტყეს სამიზნეებს

2 days ago 6

ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ მისმა ძალებმა მიზანში ამოიღეს "ცენტრები და სამალავები მავნებლური ელემენტებისა", რომლებიც, თალიბანის განცხადებით, მონაწილეობდნენ ავღანეთზე ახლახან განხორციელებულ თავდასხმებში - იმ ფონზე, როცა გაზრდილია სასაზღვრო შეტაკებები ავღანეთსა და პაკისტანს შორის.

თალიბანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ცნობები 28 დეკემბრის დილას მომხდარ სისხლიან შეტაკებებზე თალიბანის ძალებს და პაკისტანის მესაზღვრეებს შორის. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, მთავრობა აცხადებდა, რომ პაკისტანის საჰაერო ხომალდებმა დარტყმები განახორციელეს ავღანეთში მდებარე სამიზნეებზე, რასაც ემსხვერპლა ათობით მოქალაქე.

ავღანეთს დეტალები არ დაუკონკრეტებია 28 დეკემბრის თავდასხმებზე - რომლებიც, მისი თქმით, განხორციელდა სამიზნეებზე "ჰიპოთეზური ხაზის" მიღმა განთავსებულ რამდენიმე არეალში - ამ ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე საზღვრის მონაკვეთს, რომლის გარშემოც პაკისტანის და ავღანეთის მესვეურებს ხანგრძლივი დავა აქვთ.

ადგილობრივმა წყაროებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობეს, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა პაკტიას პროვინციაში პაკისტანის მესაზღვრეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად. ცნობების გადამოწმება არ ხერხდება.

პაკისტანის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა კურამის ოლქის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თალიბანის ძალებმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის რაკეტები გაუშვეს საზღვართან მდებარე ორი გამშვები პუნქტის მიმართულებით, რასაც მოჰყვა რამდენიმე საათიანი შეტაკებები,

სრულად წაკითხვა