აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთნენ

1 day ago 5

“APA-ს” ინფორმაციით, ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში თურქი სპეციალისტებიც ჩაერთნენ.

თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ექსპერტთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა კატასტროფის ადგილზე. თურქი სპეციალისტები გამოძიების შედეგებს აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს გაუზიარებენ.

25 დეკემბერს, ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს მახლობლად, “AZAL-ის” სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ჩამოვარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 5 წევრი.

კატასტროფის შედეგად, 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 გადარჩა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხომალდმა რამდენიმე წრე დაარტყა ჰაერში. ფრინველებთან შეჯახებისა და საჭის კონტროლის დარღვევების გამოვლენის შემდეგ, ეკიპაჟმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, თვითმფრინავი აქთაუს მიმართულებით გაემგზავრა გადაუდებელი დაშვებისთვის. თუმცა დაშვება ტრაგედიით დასრულდა. ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ასტანას დროით 11:30 საათზე მოხდა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფაში გადარჩენილთა შორისაა რუსეთის ფედერაციის 10, აზერბაიჯანის 14, ყირგიზეთის ორი მოქალაქე, ხოლო სამის მოქალაქეობა დადგენილი არ არის.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი ასახულია ვიდეოშიც.

სრულად წაკითხვა