ალისონ ბეკერი 2-თვიანი ტრავმის შემდეგ მწვანე მინდორ ჟირონასთან (0:1) მოგებულ მატჩში დაუბრუნდა, სადაც 5 სეივი შესარულა და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
მატჩის დასრულების შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ბრაზილიელი მეკარე შეაქო და მას მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.
"ყველამ იცის, რომ ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ჟირონასთან მატჩში მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ნათელი გახდა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, მომდევნო სეზონში ლივერპულის ღირსებას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, რომელიც ალისონ ბეკერის შემცვლელად მოიაზრება.