ჟესუსი: "როცა სახეზე ღიმილით ვთამაშობ, ყველაფერი სხვანაირადაა"

5 hours ago 2

ლონდონის "არსენალის" ბრაზილიელ თავდამსხმელს, გაბიელ ჟესუსს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. ამ 6-დან 5 ბურთი მან ამ კვირაში შეაგდო და ხუთივეჯერ "კრისტალ პალასი" დაამწუხრა. "არწივებს" ჟესუსმა კარაბაოს თასის ნახევარფინალში შეუსრულა ჰეთ თრიქი ოთხშაბათს, გუშინ კი პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გადუბლა.

27 წლის ფორვარდმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"დიდებულია გუნდში დაბრუნება და მეტი თამაში. "არსენალი" დიდი კლუბია და იყო ამ გუნდის ცხრიანი, დიდ წნეხთანაცაა დაკავშირებული. როდესაც სახეზე ღიმილით ვთამაშობ, ყველაფერი განსხხვავებულია.

მოხარული ვარ, რომ მეტი საგოლე შანსი მექმნება, თუმცა კარგ პოზიციებს თავადაც ვარჩევ.

ვიცი, რომ გოლის გატანა შემიძლია. უბრალოდ კარგ პოზიციაში უნდა მოვხვდე, რათა შეტევები დავასრულო. ისე, როგორც ეს დღეს გავაკეთე. მესმის, რომ საჯარიმოში მეტი დრო უნდა გავატარო," - თქვა ჟესუსმა.

მიკელ არტეტას გუნდს პრემიერ ლიგაში 33 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "ლივერპულს" 3 ქულით ჩამორჩება, ოღონდ "წითლებს" 2-ით ნაკლები მატჩიც აქვთ ჩატარებული. 

მომდევნო შეხვედრა "მეთოფეებს" "იფსვიჩ თაუნთან" ელოდებათ. იგი 28 დეკემბერს, თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა