გივი თარგამაძე პროკურატურას პასუხობს. საუბარია გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. თარგამაძის თქმით, ხელისუფლება მისი საქმის გაცოცხლებით არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას უკვე მეორედ ცდილობს.

მისივე თქმით, დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირების [ჭიჭინაძე-აბრამიშვილის] გამოჩენით კიდევ უფრო ნათელი ხდება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის როლი მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

“ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა. ესე არ გამოვა. რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობას ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ. ეს დაადასტურეს, ანუ, თურმე ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ და ისინი იძახდნენ რომ არა. დღეს თქვეს რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად. ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მეკავშირე, ეგ იყო ყოველთვის. მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობა ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით,” – ამბობს გივი თარგამაძე.