“ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“- ანა დოლიძე

2 days ago 2

კოალიცია , “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

“მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის წევრის, ტომ ვან კამპენის ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი. სხვა კარგ ამბავთან ერთად, ესეც ძალიან კარგი ამბავია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, ანა დოლიძე ნიდერლანდებში იმყოფება, სადაც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებს ხვდება.

სრულად წაკითხვა