“მეც ვიყავი მიწვეული, მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1500 ლარი" - მომღერლების ნაწილი მერიის კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

4 hours ago 3

ბოლო დროს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთმა მომღერალმა საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა, 31 დე­კემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც ყო­ველ წელს მე­რია ატა­რებს. იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვინც მე­რი­ას კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრა, მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი­ცაა, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს

"იუ­მორს გა­ვუ­რევ, დღეს მე­პა­ტი­ე­ბა. მომ­ღერ­ლებ­მა ხომ გა­ა­უქ­მეს კონ­ცერ­ტე­ბი, ბევ­რი ხომ ჰქონ­დათ და მეც ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი 2-ში ბე­დო­ბას მე­რი­ის კონ­ცერ­ტზე. მეც გა­ვა­უქ­მე ჩემი სა­წყა­ლი 1500 ლარი, აბა, მეტი კონ­ცერ­ტი არ მქონ­და და...", - წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

მომ­ღერ­ლის სტა­ტუსს კო­ლე­გე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.
"ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ იცი ხომ?“ - წერს ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კი­დან

"მეც ეგ გა­ვა­უქ­მე, სა­წყა­ლი 1500 ლარი. რო­გორ მიყ­ვარ­ხარ არ იცი“ - წერს მომ­ღე­რა­ლი და­ვით არჩვა­ძე.

"ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს რომ 18000 გა­და­უხ­დი და მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს 1500 რა სირ­ცხვი­ლია“ - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი გა­მომ­წე­რი.

"არა მე ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტზე უნდა მემ­ღე­რა სა­დაც ბევ­რი მღე­რის და ნუ­ცამ მთლი­ა­ნი კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა ( თან მე მომ­ღე­რა­ლი არ ვარ ასე რე­პერ­ტუ­ა­რით)“ - უპა­სუ­ხა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

სრულად წაკითხვა