22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია – როგორია სასწაულმოქმედი ხატის ისტორია

5 hours ago 2

22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - როგორია სასწაულმოქმედი ხატის ისტორია22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია. საოცარია ხატის ისტორია ასეთია:

ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილი ავაზაკის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: “გიხაროდენ, სახარულევანო”.

ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, – ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას.

როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: “ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?”
ღვთისმშობელმა უპასუხა: “შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას”.
“შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!” – აღმოხდა ცოდვილს.

ღვთისმშობელმა უპასუხა: “მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ”.
მაშინ უბედურმა უთხრა: “არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა”.

მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: “ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი”.

ხილვა ამგვარად დამთავრდა. ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.

სრულად წაკითხვა