გასული წლის 28 ოქტომბერს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც ლეო მესისთან ერთად ცერემონიალზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო წარმოდგენილი.
ქართველი ფეხბურთელი და მესი ერთმანეთს შეხვდნენ და საკმაოდ თბილი მისალმებაც გაცვალეს, რაზეც ხვიჩამ საქართველოს ბანკთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.
უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემსკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა, დავიბენი უცებ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის, არ ვიცი, მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ
", - განაცხადა ხვიჩამ.ცნობისთვის, აღნიშნულ დაჯილდოებაზე ქართველმა მე-17 ადგილი დაიკავა და უდიდეს საფეხბურთო სცენაზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა.