ანდრო ჭიჭინაძის დედა ამბობს, რომ რუსულ ფილმში, მისი შვილი უკრაინის ომამდე გადაიღეს

5 hours ago 2

წაკითხვა: 5

პატიმრობაში მყოფი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე ეხმიანება მისი შვილის ნათამაშებ როლს რუსულ ფილმში და ამბობს, რომ აღნიშნული ფილმი უკრაინის ომამდეა გადაღებული.

“ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები, ამოუღიათ აქსანა ბიჩკივას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში, უკრაინის ომამდე. ფილმიკორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება, ანტიპუტინისტი, აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი!

შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ. შალიკომ, ფილმი  2023 წელს გადაიღესო, რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში, უკრაინის ომამდე! არცერთ პროექტში უკრაინის ომის მერე რუსები რასაც სთავაზობდნენ არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა ანდრო უარს ამბობდა!

აქსანა ბუჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი, ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ, შალვა, არ გაგივა არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ!

და კიდევ  – დამყვება სუსის მანქანა ყველგან და არ მეშინია არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენ წინააღმდეგ სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!”- წერს ლიკა გუნცაძე.

ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა